"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" შანტაჟის გზით პრეზიდენტის დაშინებას ცდილობს.
"ეს არის პრეზიდენტის მორიგი შანტაჟი, დაშინება, რომ მან არ გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებები, თუნდაც შეწყალების, ვეტოს უფლება. ეს არის კიდევ ერთი, მორიგი მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და ეს არის გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტისთვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება მის თვითნებობას არ დაუშვებს. პრეზიდენტმა ხელი არ უნდა შეუშალოს მათ არაკანონიერი პოლიტიკის გატარებაში, როგორიცაა სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევაში, ადამიანის გატაცებაში და სხვა"- აღნიშნა რომან გიცირიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მის მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს "ქართული ოცნების, დაბნეული შავი პიარი“ უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






