სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთში მყოფ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს
პოლიტიკა - 17:57, 02 Feb, 2018     546
პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებთან სტუმრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცერნტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

177-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეების სახელზე წერილები მოამზადეს. ბავშვებმა წერილები შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს პირადად გადასცეს. სამხედროებმა ბავშვებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართველი ჯარისკაცების როლზე ესაუბრნენ. მათ სკოლის აღსაზრდელებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ჩატარებული ჰუმანიტარული მისიებიც გააცნეს. მოგვიანებით, მოზარდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მიმდინარე ეტაპზე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 177-ე სკოლის მოსწავლეების გზავნილებთან ერთად საქართველოს 11 ქალაქის 42 საჯარო სკოლიდან 2000 წერილი იგზავნება.

„წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სწერენ. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42