ინფორმაციას ამის შესახებ "ალია" ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით, "ალია" თბილისის მე-3 საბავშვო ბაღის ყოფილ დირექტორს, თათია ვაჭრიძეს ესაუბრა:
- როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ძიძამ სცემა ერთ-ერთი ბავშვი - ორი კვირის წინ. მშობელმა ჩააყენა დირექცია საქმის კურსში - ასეთი მოძალადე ძიძა, არ შეეშვათ მისი შვილის ჯგუფში. ძალადობის შემთხვევაში ასეა - შინაგანაწესის მიხედვით, სამსახურს ტოვებს მოძალადე ძიძა. როგორც ირკვევა, ადმინისტრაციის მხრიდან არ გატარდა შესაბამისი ზომები, არ ჩატარდა მუშაობა არც მშობელთან, არც ძიძასთან... როცა ასეთი რამ ხდება, ან ბავშვს უცვლიან ჯგუფს, ან მშობელს და ძიძას აახლოებენ ერთმანეთთან. რაღაც ზომებს იღებენ, მოკლედ... დირექტორს უთქვამს - მე ახლა შვებულებაში გავდივარ, 12 თებერვლის მერე გამოვალ და მერე გავათავისუფლებო სამსახურიდან ამ ძიძას, მანამდე არ მცალიაო.
ორი კვირის შემდეგ, ანუ დღეს, ეს მშობელი მივიდა საბავშვო ბაღში და ეს ძიძა ისევ მისი შვილის ჯგუფში დახვდა ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში. ამას მოჰყვა კონფლიქტი - შენ ისევ აქ ხარ? და ა.შ. რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ამ ძიძასა და მშობელს შორის და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ეს მშობელი გადაყვანილია პოლიციაში, ხოლო ძიძა ნიუჰოსპიტალსში.
- მშობლის პროვოცირებული ხომ არ იყო დაპირისპირება?
- არ შევსწრებივარ ფაქტს, მაგრამ პროვოცირებული ძიძის მხრიდან იყო მოსალოდნელი, მისი აგრესიულბიდან გამომდინარე. სააგენტოც ყოფილა მისული - აწი აღარ იმუშავებს ეს ძიძა ამ ბაღშიო.
- როგორ მოხვდა ეს ქალბატონი საბავშვო ბაღში?
- როდესაც მე ვიყავი ამ ბაღის დირექტრი, ეს ქალბატონი არ მივიღე სამსახურში. მშობელს, მანამდეც 2 ბავშვი დაჰყავდა ჩემთან ბაღში და მქონდა მასთან შეხება. ძალიან აქტიური დედა იყო და ყოვეთვის აქტიურად ჩართული შვილების აღზრდის საკითხში.
- როდის მიიღეს ეს ქალბატონი ძიძად?
- «ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფელბაში, ეს ქალბატონი საბავშვო ბაღში მომივარდა. სამსახურში აყვანას მთოხვდა - „ქართული ოცნების“ „ღვაწლმოსილი“ აქტივისტი ვარ და ამ საბავშვო ბაღში უნდა დამასაქმოთო. ასეთი დაპირება ჰქონდათ მისთვის მიცემული. უარის შემდეგ, უშუალოდ ჩემზე ჰქონდა ფიზიკური ზეწოლის მცდელობა, თანამშრმელბი რომ არ ყოფილიყვნენ, თავისუფლად მცემდა. რის მერეც მე გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელიც დამეხმარა და ეს ქალბატონი გავიყვანეთ ტერიტორიიდან წივილ-კივილით. ამის მერე საბავშვო ბაღთან მითვალთვალებდა. რამოდენიმეჯერ შევამჩნიე. პოლიციასაც კი მივმართე - ჩემზე იწევდა და მეშინოდა, რამე არ დაეშავებინა. დღესაც, რომ გადაჰყავდათ საავადმყოფოში, ამბობდა რომ მე ვიყავი დამნაშავე ამ ყველაფერში, თუმცა, რაში არ ასაბუთებდა.
2014 წელს, თემურ თორდინავა როგორც კი მოვიდა თბილისისი ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელად, პირველივე შეხვედრა ჩემთან გამართა თემაზე, რომ ეს ქალბატონი, ეთერ ხვიჩია-ჯოხარძე უნდა მიმეღო სამსახურში - ნებისმიერ თანამდებაზე. ვუთხარი - არ ვარ ექიმი, მაგრამ ამ ქალბატონის ფსიქიკური მდომარეობა არ ჩანდა ნორალური და მე მას ვერ მივიღებდი მისივე აგრესიულობის გამო. ჩვენს საბავშვო ბაღში ინკლუზიური განათლება იყო კარგ დონეზე და ყველა, ვინც იქ იმუშავებდა, ასეთი ბავშვებისადმი მიმღებლობა უნდა ჰქონოდა. ეს ქალბატონი კი მიცხადებდა, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, სპეციალური ბაღებში უნდა დადიოდნენო - გიჟები და სულელებიო... მე მაპატიეთ ამ გამონათვქმზე...
ძალიან დიდი ზეწოლის ქვეს ვიყავი, მაგრამ პრონციპულად განვაცხადე - სანამ მე ამ საბავშვო ბაღის დირექტორი ვიქნები, ეს ქალბატონი ფეხს ვერ დადგამს ამ ტერიტორიაზე-მეთქი. მართლაც ასე მოხდა, 2016 წლის 18 მაისამდე, ეს ქალი არ გამოჩენილა ამ საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. როგორც კი გამომიშვეს სამსახურიდან, (გათბობა გაფუჭდა, აქტი არ იყო გამოწერილი და ამის გამო გამიშვეს სამსახურდან), პირველი რაც მოხდა ამ ბაღში იყო ის, რომ ეს ქალბატონი მიიღეს სამსახურში დამლაგებლად. ეს ქალბატონი მიიღო სამსახურში ციცინო სალხინაშვილმა, რომელიც ასრულებდა ჩემს მოვალეობას, ხოლო შემდგომმა დირექტორმა ია გზობავამ უკვე გადაიყვანა ჯგუფში აღმზრდელის თანაშემწედ. ბავშვებთან შეუშვეს!!!
იმდენს მიაღწიეს, რომ საბავშვო ბაღები აქციეს მხოლოდ კვების ობიექტებად, სადაც ბოლო დროს კვებასაც კი ვერ უზრუნველყოფენ. ძალიან შორსაა წასული პრობლემები - როგორ ექცევიან ბავშვებს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. უკვე იმ აზრზე ვარ, რომ მირჩევნია, უსაფრთხოდ იყოს ჩემი შვილი და ნაკლები კალორია მიიღოს, ვიდრე ჰყავდეს მოძალადე, „ქოცი“ კოორდინატორი.
წყარო - "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






