"თბილისის ქუჩებში ცხოველების დახოცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა" - მაია ბითაძე
პოლიტიკა - 17:09, 02 Feb, 2018     660

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ბოლო დღეების განმავლობაში, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ თბილისის ზოგიერთ უბანში გარკვეული შესაწამლი ნივთიერების მოყრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

როგორც მერის მოადგილე განმარტავს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი სამსახური მსგავს ღონისძიებას არ ახორციელებს, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

რაც შეეხება საგაზაფხულო საქმიანობას, რომელიც ხე-მცენარეების მოვლას უკავშირდება, მაია ბითაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის საქმიანობა ჯერ დაწყებული არ არის, მით უფრო, რომ საერთოდ არ გამოიყენება ნივთიერებები, რომელმაც შეიძლება ცოცხალი არსებების მოწამვლა გამოიწვიოს.

„თბილისის მერია ყველა იმ ადამიანის აქტივობას მიესალმება, რომელიც ქალაქის განვითარებისა და არსებული პრობლემების მოგვარების საკითხშია ჩართული. ჩვენ ძალიან ღია ვართ და მივესალმებით ნებისმიერ მსგავს აქტივობას, თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი სამსახური მსგავს საქმიანობას არ ახორციელებს და იმ შემთხვევაში, თუ ცხოველების დახოცვის ფაქტები კვლავ დაფიქსირდა, ნებისმიერ მსურველსა და დაინტერესებულ პირს აქვს უფლება - მერიის ცხელ ხაზს მიმართოს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის მიერ „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი ბრიგადები გამოიკითხა და არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში ცხოველების დახოცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„ჩვენ ასევე, გაგებით ვეკიდებით იმ ადამიანების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელთა ცხოველებიც დაიხოცნენ. როგორც ვიცი, უბნების მიხედვით, დაახლოებით, ორ-სამ-ოთხ ფაქტთან არის დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რის შესახებაც, ვფიქრობთ, რომ ექსპერტების დასკვნას უნდა დაველოდოთ. ამასთან, ძალიან მინდა თითოეულ ადამიანს ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, ცხოველების მასობრივი დაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42