ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთ-საქართველოს სატრანზიტო დერეფანთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს
პოლიტიკა - 15:59, 02 Feb, 2018     1971
საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმების ძირითადი პრინციპებისა და სავაჭრო მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება:

დე ფაქტო უწყების თქმით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არ წარმოადგენს ორმხრივი მოლაპარაკების მხარეს და მასზე რაიმე ვალდებულება არ აქვს.

„რუსეთის ფედერაცია და საქართველო ორმხრივ ფორმატში განიხილავენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ამ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთსა და საქართველოს შორის დამატებითი ტრანზიტული დერეფნების შექმნას, ამ შეთანხმების პირველი დანართის შესაბამისად, დაგეგმილია ერთი ასეთი დერეფნის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსება.“

ე.წ უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთი არ წარმოადგენს ორმხრივი მოლაპარაკების მონაწილე მხარეს და მასზე არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია, რომელიც საშუალებას მისცემდა თავის სუვერენულ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებს შორის ტრანზიტული დერეფნის განთავსებას.

„ამ შეთანხმების დებულებების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობა, რომელიც გავლენას ახდენს სამხრეთ ოსეთის ინტერესებზე, ეკონომიკის, უსაფრთხოებასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებით, დამოკიდებულია სატრანსპორტო დერეფნის გახსნით დაინტერესებულ აქტორებსა და რესპუბლიკის ხელისუფლებას შორის პირდაპირ მოლაპარაკებაზე“- ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ამ პროექტში შემდგომი თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისთვის აუცილებელია შეიქმნას სამართლებრივი ბაზა, ამავე დროს როგორც ე.წ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული ამ საკითხის გადაწყვეტის სხვა ნებისმიერი გზას, მათ შორის პოლიტიკური ან ეკონომიკური ზეწოლის მცდელობას, პერსპექტივა არ აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42