,,ევროპული საქართველო“ უკრაინის პრეზიდენტის შემოთავაზებას ეხმაურება და ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს
პოლიტიკა - 15:54, 02 Feb, 2018     1718
,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინული მხარის შემოთავაზებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, კომენტარს აკეთებს.

,,ახლა, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი საჯაროდ გვთავაზობს მხარდაჭერას და თანამშრომლობას, რომ საქართველოს პრობლემა იქცეს საერთაშორისო სანქციების ნაწილი, ჩვენ ვისმენთ ერთი შეხედვით უშინაარსო და უაზრო კომენტარს, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად საზიანო, მავნებლურ და უპასუხისმგებლო განცხადებას და შეურაცხყოფას ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართ“.

ბოკერიას თქმით, ,,ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს, რომ საზოგადოებას განუმარტოს ,,რატომ დგავს ხელისუფლება მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ.

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ რუსეთის აგრესია იყოს რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთასშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებელია, რომ ეს პრობლემა იყოს იმ პრეტენზიების ნაწილი, რასაც თავისუფალი სამყარო უყენებს რუსეთს. ამის შანსი გაჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ უკეთ დაინახა რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. მაშინ ქართული ოცნების მთავრობამ არა თუ არ იმუშავა ამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადადგა“ - აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, პრემიერმა უნდა გასცეს ასევე პასუხები, როგორ აფასებს საკუთარი მინისტრის პოზიციას და რა არის ქვეყნის უმთავრესი პოზიცია.

,,ევროპული საქართველო ვთავაზობთ და მოვითხოვთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ გვითხრას ნებისმიერი დღე, როდესაც სცალია, მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს რატომ დგავს ყოველ დღე ჩვენი ხელისუფლება გაუაზრებელ და ამავე დროს მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42