მის მოსაზრებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა და ყოველივეს შავი PR-ის მცდელობა უწოდა:
„ნება მომეცით, ყველა ამ მოსაზრებას არ ვუპასუხო, მაგრამ პირველ რიგში მინდა ვთქვა ნარკორეალიზატორებთან მიმართებით, მე ვფიქრობ, რომ გუშინ ბატონ ზვიადს ჰქონდა შესაძლებლობა, დეტალურად ესაუბრა, რომ ნარკორეალიზატორები, მათ შორის საქართველოში არა მხოლოდ რეალიზატორები არამედ გადმომტანებიც კი არ არიან ამ სიაში მოაზრებულნი, მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ პოლიტიკის შემსუბუქება არ იქნება სწორი.
წინასაარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ეს შეფასებები ჯამში გარკვეული დაბნეულობების შთაბეჭდილებას ტოვებს, ჩვენ ვნახეთ შავი პიარის ტალღა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, შავი პიარის ტალღა ეგრეთ წოდებულ სააკაშვილთან გარიგების ნაწილში, ყოველ დღეს ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც ჩემი აზრით უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ფაქტიურად ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს. ვერ ვხედავ, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს დღეს ჰქონდეს ჩამოყალიბებული თავისი პოლიტიკური შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ამავე ფონზე ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ შავი პიარი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ეს ხდებოდა მანადმეც, მომავალშიც გაგრძელდება. ამ დაბნეულ შავ პიარს სერიოზულად არ აღვიქვამ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






