,,წინა ხელისუფლების დროს, სისტემური დანაშაულის მონაწილე პირების სისტემიდან დათხოვნა რეალური ამოსავალია“- პრეზიდენტი ,,გირგვლიანის შესწორებებზე“
პოლიტიკა - 15:09, 02 Feb, 2018     1137

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ,,გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები 2012 წლის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მიხედვით განახორციელოს და შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, რომლითაც სისტემა სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანებისაგან გათავისუფლდება.

,,სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა, სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შემქნით უნდა დავიწყოთ, რათა ვიყოთ გარანტირებული, რომ ეს დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების მიმართ არასდროს განმეორდება.

ეფექტური მექანიზმი უნდა ამუშავდეს ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა ამ, კანონით დადასტურებულ შემთხვევებში.

ასევე, ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ იმ ადამინებს, ვისაც სურვილი აქვს ამ საქმეების გამოძიების და სურს გამოძიების დაჩქარება.

მე პარლამენტშიც ვთქვი - მზად ვართ, რომ ადვოკატებთან ერთად ვიმუშაოთ, რათა მათ ამ უფლების განხორციელების უფრო ეფექტური შესაძლებლობა მივცეთ.

გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში დავპატიჟოთ გაეროს სპეციალური მომხსენებლები, საერთაშორისო ექსპერტები და სხვა ანალოგიური მძიმე გამოცდილებების სახლემწიფოებისგან მოვიძიოთ გამოცდილება, როგორ დააღწიეს მათ თავი ამ სირთულეებს, რანაირად ქმნიდნენ და ასრულებდნენ უფრო სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება და სისტემური პრობლემებისგან საზოგადოების წევრების რეალური დაცვა იმ ადამიანების ხელში, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დევნას ახდენდა.

,,რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა გამეორდეს და ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ეს აღარ მოხდეს.

როგორც განათლების მინისტრმა, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, ფაქტიურად, შევქმენი ქმედითი მექანიზმი განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ. შეიქმნა კომისია, რომელმაც არაერთი საქმე განიხილა და ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს. ისინი დღესაც ემსახურებიან ქვეყანას.

შემდეგ, საპარლმენტო გამოსვლებისას არაერთხელ გავამახვილე ყურადღება პოლიტიკური ნიშნით დევნილთა, ან პოლიტპატიმართა საკითხებზე. შესაბამისად, დღეს, როდესაც ხდება ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც მომავალში ასეთი ტრაგედიისგან დაგვიცავს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი ის ადამიანები, ვინც ერთად განვლილი წლებისა და გამოცდილების პატივისცემით მაინც დაუჭერენ მის ინიციატივას მხარს.

,,მაგრამ მთლიანად, ჯამში ,,ქართული ოცნება“ ძნელი განსასაზღვრია რას იზამს“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42