"ბაღებთან დაკავშირებით მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს" - თბილისის მერი
პოლიტიკა - 12:43, 02 Feb, 2018     975
თბილისის მერ კახა კალაძე ეჭვობს, რომ ბაღებთან დაკავშირებით მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
ამასთან როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში.
რაც შეეხება კომპანია „ნილს“ მერის თქმით ის ტენდერში გამარჯვებული არ არის, რადგან მას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა.
" ანუ ტენდერი არ შედგა. იმისთვის, რომ ბაღებში კვება შესულიყო, გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“. შესაბამისად, ტენდერი გამოცხადებულია და დღე-დღეზე გვეცოდინება შედეგები, ვინ არის გამარჯვებული კომპანია.
ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ბაღებთან დაკავშირებით, თუმცა თუ რაიმე დარღვევა ვლინდებოდა და ვლინდება კვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე მოაკლონ ბაღებს, ბავშვებს. ყველაფერს მოჰყვება მკაცრი რეაგირება, თუ რაიმე შეფერხება იქნება “, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42