"უფრო მეტ გაჭირვებაში ჩაგვაგდებენ" - მძღოლები ტაქსების აღრიცხვის და ლიცენზირების ინიციატივას აპროტესტებენ
პოლიტიკა - 12:25, 02 Feb, 2018     1282
კახა კალაძის ინიციატივასთან დაკავშურებით, რომელიც ტაქსების აღრიცხვას და ლიცენზირებას გულისხმობს მძოლები სკეპტიკურად უყურებენ.

როგორც თბილისის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის წევრებთან შეხვედრაზე ტაქსის მძღოლებმა განაცხადეს, ინიციატივა მათთვის მიუღებელია, რადგან ის დაამძიმებს მათ პირობებს.

მძღოლებუ ხელისუფლებას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებას ურჩევენ.

მათი თქმით, კერძო ტაქსების აღრიცხვა და შემდეგ მათი ლიცენზირება, უმუშევრობას გამოიწვევს.

"ეს მძღოლს დააწვება ძალიან მძიმედ. მძღოლები ისეთ დღეში არიან, რომ შეიძლება მთელი დღე იმუშაოს და ლარიც ვერ წაიღოს სახლში. ეს უნდა გაითვალისწინონ, დღევანდელი პირობები, რა პირობებში უწევთ ტაქსზე მუშაობა. 50 ლარი უნდა გადადო მანქანისთვის, რომ შეინახო და 50 ლარს რომ გადადებ, საარსებო ფულიც ხომ გინდა, ამდენი ფული კიდე ტაქსით არ ამოდის. რომ შეამოწმო ეს მანქანები, შეიძლება 90%-მა არც ივარგოს. უფრო მეტ გაჭირვებაში ჩავარდება ეს ხალხი,“ - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივას ნეგატიურად აფასებენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც.

„ტაქსების რეგულირება არის აბსოლუტურად არასწორი, მოძველებული ნაბიჯი. ტაქსების რეგულირება მსოფლიოში თითქმის აღარსად არის, ტენდენცია არის იქით, რომ ეს აღარ მოხდეს. განსაკუთრებით საქართველოში, ეს არის ბრძოლა გაჭირვებულებთან და არა გაჭირვებასთან. მათი რეგულაცია, მათთვის საქმიანობის გართულება და გადასახადების დაკისრება, თბილისში არც ტაქსების მომსახურებას, არც ამ ადამიანების მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. არის პოპულისტური განცხადება, ვისზე გათვლილი ესეც გაუგებარია,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42