თბილისის მერი შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას დაესწრო
პოლიტიკა - 12:32, 02 Feb, 2018     1073
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობამ 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

დედაქალაქის მერმა იაპონიის მთავრობას შსს-სთვის ახალი ავტომანქანების გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა, შინაგან საქმეთა მინისტრს კი, რეფორმების განხორციელების კუთხით, წარმატება უსურვა.

„ეს საპატრულო პოლიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი გახარია მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს, რაშიც წარმატება მინდა ვუსურვო. ზოგადად, პოლიცია და მისი სწორად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას სიცოცხლის ფასად იცავენ. ამიტომ, მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებენ და წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს. ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო ელექტრომობილები სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას არასაპროექტო საგრანტო დახმარება გადასცა, რომელიც ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას ისახავდა მიზნად. გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა კორპორაცია „მიცუბიშისთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 96 ავტომობილი შეიძინა.

ავტომანქანების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42