ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით. მინისტრის თქმით, იდგმება ნაბიჯები და სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიდგომა სახეზეა:
„ჩვენ გვაქვს გეგმა და კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილებით ნარკომოხმარების მიმართულებებში, კანონმდებლობა როგორ გახდეს უფრო ჰუმანური და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ. იმ შემთხვევაში თუ საკითხი ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგი, ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემქმნელი წახალისების მიმართულებით. ხაგასმით აღვნიშნავ, რომ თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებელს ჩვენ აქ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ და აქ უკვე ჰუმანური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან სახეზეა და თქვენ თუ შეხედავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ ამ მიმართულებით მსჯავრის გამოტანა უკვე აღარ ხდება ფაქტობრივად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






