"ოცნება" ვერ იარსებებს მხოლოდ “ელიტარი ნამდვილებითა” და პორტირებულებით - ივანიშვილის პრესსამსახური მმართველი პარტიის კრიზისზე
პოლიტიკა - 11:49, 02 Feb, 2018     2279
"ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური "ოცნების" აქტივისტების სამსახურებიდან გათავისუფლებას ეხმაურება.
გიორგი უძილაურის განცხადებით, "ოცნების" რამდენიმე აქტივისტი, რომელიც პარტიის ქოლცენტრში მუშაობდა, სამსახურიდან გაუშვეს.

ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი მმართველ ძალაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი შეფასებით, "რთული იქნება მხოლოდ "კოჰაბიტირებული ელიტარული სინამდვილის” შენარჩუნება. "ოცნება" ვერ იარსებებს მხოლოდ “ელიტარი ნამდვილებითა” და პორტირებულებით".

უძილაურის თქმით, "ქართულ ოცნებაში" არსებობს ტერმინი “ნამდვილები”.

"“ნამდვილობა” პატივია, არაფრით ჩამოუვარდება დამფუძნებლობას. საინტერესოა, დღეს რას ნიშნავს სიტყვა “ნამდვილები” ოცნებისთვის?

ჩემთვის “ნამდვილები” ნიშნავს იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილთან ომში თავიდანვე ჩაერთო და ბოლომდე გადადო თავი, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნაცების დიქტატურის მოშორებისთვის, ვინც არ შეშინებულა, არ მოსყიდულა და არაფერზე დახურდავებულა. ვისაც თავისი წილი ანგარიში არ მოუთხოვია იმ გამარჯვებიდან, რომელიც 2012-ის ოქტომბერში მოვიტანეთ.

ჩემთვის “ნამდვილებში” ის აქტივისტები მოიაზრებიან, ვისაც არ სჯერა ჯალათების გამოსწორების და პორტირებული ნაცების, ვინც მიიჩნევს, რომ კოჰაბიტაცია ვერ მოხდება მხოლოდ ჩინოვნიკების “ელიტარული კოჰაბიტირებით”, რადგან დანარჩენ საზოგადოებაში იგივე პროცესები არ დაწყებულა, იმ მარტივი მიზეზით, რომ სამართალს არ უზეიმია, მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსნის დაჭერით სამართლიანობა არ აღმდგარა და თეთრი ლაქები არ წაშლილა.

ჩემთვის “ნამდვილები” ის გულანთებული აქტივისტები არიან, ვისაც დღესაც სჯერა, რომ შესაძლებელია ქართული ოცნების ახდენა და ქვეყნის სწორი გზით განვითარება. ჩემთვის “ნამდვილები” არიან ის აქტივისტები, რომლებიც გამარჯვების შემდეგ მიავიწყდათ ჩინოსან თანაგუნდელებს, მაგრამ ისინი თავს მაინც გუნდის წევრებად მიიჩნევენ, რადგან თავად იყვნენ გუნდის შემქმნელები.

ჩემთვის “ნამდვილები” არიან ის გოგონებიც, რომლებიც 24 საათი მუშაობდნენ ჯალათებისგან ალყადარტყმული ოცნების შტაბის ქოლცენტრში. თამთას, თეოს, ნინოს ოჯახებმაც არ იცოდნენ, რა ბედი ელოდათ გოგონებს არჩევნებში მარცხის შემდეგ, მაგრამ ესმოდათ, თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ბრძოლას, შტაბის და საზოგადოების კომუნიკაციას. ქოლ ცენტრის მუშაობა განსაკუთრებით სახიფათო იყო ბოლო კვირებში, როცა შტაბში მხოლოდ მართლა “ნამდვილები” დარჩნენ, ვირთხები კი სახლებში შეძვნენ.

მოკლედ, ეს კამიკაძე გოგონები რამდენიმე დღის წინ ერთიანად გაათავისუფლეს სამსახურიდან. გადაწყვეტილების მიმღებებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ გაათავისუფლეს “ნამდვილები”. ისინი გაათავისუფლა სხვა “ნამდვილების” და პორტირებული ნაცების ელიტარულმა კოჰაბიტაციამ. და ეს ერთეული შემთხვევა არ არის.

როგორც ჩანს “ნამდვილებში” არსებობს ორველისეული “უფრო ნამდვილების” ჯგუფიც, სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს ამ ტერმინს _ “ნამდვილები”. სხვა შემთხვევაში გუნდურობა არ გამოდის. გუნდურობა კი აუცილებელია ერთობლივი ბრძოლისთვის. გამოდის რომ იდეებიც არ არის ერთიანი და ამიტომაც არის რომ არსებობს ოცნების “ნამდვილების” ელიტური გუნდები და უბრალო “ნამდვილები”.

პრინციპში, გუნდურობის შემთხვევაში “ნამდვილების” ტერმინი ვერც გაჩნდებოდა, თუ იყო გუნდი, იქნებოდა გუნდური სოლიდარობაც და ყველა ნამდვილი იქნებოდა, არ გახდებოდა ამ ტერმინის გამოგონების საჭიროება.

"ნამდვილობის" მორალურ შემადგენელს შევეშვათ, პრაგმატულადაც რთული იქნება მხოლოდ "კოჰაბიტირებული ელიტარული სინამდვილის” შენარჩუნება. ოცნება ვერ იარსებებს მხოლოდ “ელიტარი ნამდვილებითა” და პორტირებულებით, და თუ ესეთი იდეა ვინმეს მოუვიდა თავისი ყოფის გასამარტივებლად, ვერ განახორციელებს. შეუძლებელი იქნება ერთდოულად "ელიტური კოჰაბიტაციაც" და გარეთ ნამდვილების აქტივის შენარჩუნებაც. პორტირებით, სამსახურებითა და შეღავათებით ნაყიდი აქტივი კი დაქირავებულ ჯარს გავს, არასდროს იცი, როდის დაგახურდავებს.

მოკლედ, ამ წერილის მორალი იმაშია, რომ ტერმინი “ნამდვილებში” არ იძებნება მორალი… ან შესაძლოა უკვე ტერმინიც აღარ იძებნება", - წერს უძილაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42