ვის ლობირებს ზუგდიდის მერია - ,,გოგიამ ლუკმა-პური გამოგვაცალა"
პოლიტიკა - 17:46, 01 Feb, 2018     1631
„ძირს გოგია“ - ორი დღეა ამ შეძახილებით ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერიასთან ხმაურიან აქციას მართავენ.

გარემოვაჭრეების მთავარი მოთხოვნა მუშაობის უფლების გაგრძელებაა. როგორც "ნიუპოსტს" აქციის მონაწილეებმა უთხრეს, დათმობაზე არ წავლენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ვაჭრობდნენ, მუშაობის გაგრძელბას აპირებენ.

მათი თქმით მერიის ზედამხედველობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ, მათი პროტესტი კი რადიკალური იქნება.

„რაც გუბერნატორმა თქვა, იმავეს იმეორებს მერი. ჩვენ ძველ ადგილს ვუბრუნდებით და ვიწყებთ მუშაობას, რომ ოჯახში ლუკმა-პურის შეტანას შევეცდები, რომელიც გოგიამ და მისნაირებმა გამოგვაცალეს მოვიდნენ და დაგვიჭირონ, ვნახოთ რამდენს დაიჭერენ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც გარემოვაჭრეების მოთხოვნების შემსწავლელი ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მერთან შეხვედრის შემდეგ ანი წითლიძემ განაცხადა, რომ ლაშა გოგიას პოზიცია უცვლელია და ის გარემოვაჭრეებთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

ენმ-ს წევრი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ზუგდიდის ბაზართან დაკავშირებით, იკვეთება "ტყის ძმების" ლიდერის ინტერესი და აღნიშნული ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების აყრა, ზუგდიდის მერის ინტერესშია.

"ქალაქის იერ-სახე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ამ ხალხის ხარჯზე. ქალაქ ზუგდიდის საკრებულო და მერია, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე მათ გარევაჭრობის სრულყოფილი წესი უნდა მიეღოთ, რადგან არსებული წესის მიხედვით, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე იკრძალება გარევაჭრობა, დანარჩენ ადგილებზე კი დაშვებულია, რაც ეჭვს აჩენს, რომ ამ კონკრეტული ტერიტორიით, ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებულები.

ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობდით, შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი, სადაც მოვაჭრეებიც იქნებოდნენ ჩართულები და ამის შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, ალტერნატიული ფართები შეეთავაზებინათ ხალხისთვის. რაც შეეხება მათ განცხადებებს, რომ სთავაზობენ ფართებს, იქ ფასები არარეალურია.

ნაციონალური მოძრაობისა და აქციის მონაწილეების შეთავაზებაზე მერიამ ცალსახა უარი განაცხადა, გოგია შეუვალია, რომ კონკრეტულად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა არ დაიშვება. იგივე მოთხოვნით შევხვდი გუბერნატორსაც, მაგრამ მერიის მსგავსად, გუბერნატორის პასუხიც უარყოფითია. ხელისუფლება ცალსახა უარს აცხადებს, სრულყოფილი გარევაჭრობის წესის მიღებამდე მაინც მისცენ ამ ადამიანებს გარევაჭრობის საშუალება, რომელთაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ოჯახების რჩენა"- აღნიშნა ანი წითლიძემ.

ენმ-ს წევრის თქმით, ზუგდიდის მერიას ადგილობრივების პრობლემების მოგვარების სურვილი არ აქვს, თანამდებობის პირები კი პირადი გამორჩენით არიან დაკავებულნი.

"ზუგდიდის მერიას, ადგილობრივ ხელისუფლებას და საერთოდ, ქართულ ოცნებას ხალხი საერთოდ არ აინტერესებს. როგორ შეიძლება ახლად არჩეული მერი არ ხვდებოდეს გარემოვაჭრეებს და მათ დემაგოგებს ეძახდეს. ისინი დღეს თბილად სხედან კომფორტულ კაბინეტებში, გაიზარდეს ხელფასები, გარეულები არიან კორუფციულ სქემებში, და როცა არჩევნები მიილია, ნაკლებად აინტერესებთ ამ ხალხს ჰყავთ ავადმყოფი შვილები თუ სხვა"- დასძინა ენმ-ს წევრმა და კიდევ ერთხელ განმარტა ის ეჭვები, რის საფუძველზე ამბობს, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიდან მოქალაქეების აყრით მერიის მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებულნი:

"ამ ადგილთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესები იკვეთება, მათ შორის "ტყის ძმების" ლიდერის, დავით შენგელიასი. ეს პირი მჭიდროდ დაკავშირებულია გუბერნატორ შონიასთან, მათ ამ ტერიტორიის აუქციონზე გატანა სურთ, რომ შემდეგ თვითონ შეიძინონ ტერიტორია, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ფართებს სწორედ შენგელია ფლობს"- დასძინა ანი წითლიძემ.

ბოლო ინფორმაციით, გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ ვაჭრობის გაგრძელება სურთ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომდგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42