დეკემბრის შუაში პუტინისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 74.8% აპირებდა, ახლა კი მათი რაოდენობა 69.9%-ია. ახალი გამოკითხვა 26-28 იანვარს ჩატარდა. ჯერ კიდევ 11-15 იანვარს პუტინისთვის ხმის მიცემისთვის მზადყოფნას რესპოდენტთა 73.2% გამოსთქვამდა.
იანვრის ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგი ყველაზე დაბალია იმ დროიდან, როდესაც პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-20 დეკემბრის გამოკითხვის დროს იყო 76.8%.
პუტინის შტაბში რეიტინგის დაცემის მიზეზებს ვერ ასახელებენ.
გამოკითხვის თანახმად პრეზიდენტობის კანდიდატთა ლიდერთა სამეული უცვლელია, პუტინთან ერთად ამ სამეულში შედის რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გუდინინი 7.2%-ით და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვლადიმირ ჟირინოვსკი 5.9%-ით. ქსენია სობჩაკისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 1.2% აპირებს.
არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 71% გეგმავს.
რუსეთის საზოგადეობრივი აზრის კვლევის ცენტრის 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა. დამოუკიდებელი „ლევადა-ცენტრი“ საპრეზიდენტო კამპანიის მონაცემებს არ გამოაქვეყნებს, რადგან 2016 წელს დუმის არჩევნების დროს ის „უცხოელ აგენტად“ იქნა მიჩნეული. საარჩევნო კანონის თანახმად „უცხოელ აგენტს“ არჩევნებში და რეფერენდუმებში მონაწილეობა ეკრძალება, მათ შორის სოციოლოგიური გამოკითხვების და კანდიდატთა რეიტინგების პუბლიკაციაც. რუსეთის საზოგადეობრივი აზრის კვლევის ცენტრს არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსი აქვს, თუმცა კვლევებს ძირითადად პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ატარებს.
შეგახსენებთ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა ოპოზიციონერ ალეკსეი ნავალნის, რომელიც პუტინის ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტად მოიაზრებოდა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






