ბოლოს, ცოტა ხნის წინ მოკლეს პაველ არძინბა - 90-იანი წლების ერთერთი უკანასკნელი „რუხი კარდინალი“.
წყაროების ინფორმაციით, პაველ არძინბას მკვლელობის შემდეგ სოჭში შეიკრიბნენ არძინბების კლანის მთავარი ფიგურები და ოჯახური ომის დასრულებაზე შეთანხმდენენ. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტები, რომლებიც ოჯახის ერთობლივი ლობირებით რესპუბლიკაში უნდა განხორციელდეს. კერძოდ, ოჯახის წევრები უკმაყოფილოები არიან აფხაზეთის მოქმედი ე.წ პრეზიდენტით, რაულ ხაჯიმბათი და მისი ქმედებებით. კლანი თვლის, რომ ხაჯიმბამ არა მარტო შიდა პოლიტიკა ჩააფლავა, არამედ ვერ შეძლო რუსეთთან სანდო ურთიერთობის აშენებაც, რაც გავლენას ახდენს რესპუბლიკის ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არძინბების ოჯახი რუსეთთან უფრო „სწორი“ კავშირების დამყარებას გეგმავს .
არძინბას კლანის მთავარი ფიგურები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ:
ინალ არძინბა - კრემლის 27 წლის ჩინოვნიკი, ითვლება ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა პოლიტიკოსად. იანვარში პუტინმა მას გენერალური საკლასო ჩინი მიანიჭა. თუმცა, წყაროების ინფორმაციით, ინალ არძინბა აფხაზეთში დაბრუნებას გეგმავს.
ადგურ არძინბა - აფხაზეთის ე.წ ეკონომიკის მინისტრი. ამჟამინდელი მთავრობის გადადგომის შემთხვევაში, ადგურ არძინბა ითვლება პრემიერ-მინისტრობის მთავარ კანდიდატად. არძინბას კლანი ლობირებას გაუწევს კარიერულ კიბეზე მის შემდგომ დაწინაურებას, ადგური - ოჯახის გაერთიანების ერთი-ერთი იდეოლოგი და იმ შეხვედრის ორგანიზატორია, რომელიც სოჭში შედგა.
დმიტრი არძინბა- აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გავლენიანი დეპუტატია და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დმიტრი არძინბა უზრუნველყოფს ოჯახის ინტერესების პარლამენტში მხარდარდაჭერას.
დაურ არძინბა - ხელმძღვანელი „სახელმწიფო“ კომპანიისა „აფხაზეთის საზღვაო გადაზიდვა“. დაური უზრუნველყოფს ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტას და პასუხისმგებელია ფინანსური რესურსების მოძრაობაზე.
ამრიგად, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ არძინბების კლანის პოზიციების განმტკიცებას ეკონომიკასა და პოლიტიკაში. ეკონომიკური თვალსაზრისით , არძინბების ოჯახს შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს მსხვილ პროექტებზე, როგორიცაა აფხაზეთში ნავთობის მოპოვება ან ე.წ „კრიპტო-სამოთხის“ შექმნა (ასეთი იდეით უკვე გამოვიდა აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა). შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით კი მოსალოდნელია ე.წ პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ან მისი მთავრობის გადადგომა.
სულ ახლახანს აფხაზეთში შეიქმნა „ პოლიტიკური და საზოგადოებრიბი ორგანიზაციების კავშირი.“ კავშირის განცხადებით, ისინი რაულ ხაჯიმბას გადადგომას კანონიერი საშუალებებით მიაღწევენ. წყაროების ინფორმაციით, ამ კავშირის შექმნის უკან პარტია „ამცახარა“ დგას, რომელიც არძინბას კლანის ერთ-ერთი ჯგუფის გავლენის ქვეშაა.
მომზადებულია abkhazeti.info-ს მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






