ასტაფაევის თქმით სწავლების საფუძველი იქნება, სამხედრომოსამსახურეების მიერ სტანდარტული იარაღისა და სამხედრო ტექნიკიდან საბრძოლო სროლის განხორციელება. გამოყენებული იქნება ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82А, ახალი ტანკები Т-72Б3, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები "Град" და საზენიტო სარაკეტო კომპლექსები "Оса-АКМ" და "Стрела-10"
საბრძოლო სროლების ნახევარი ღამით ჩატარდება.
სასწავლო-საბრძოლო ღონისძიებები მთის, ტყის, სანაპიროს და ველის პირობებში ჩატარდება- ამისთვის შერჩეულია „ნაგვალოუს“ და“ცაბალის“ პოლიგონები აფხაზეთში, „კაპუსტინ იარი“ და „აშულუკი“ ასტრახანის ოლქში და „მოლკინო“ კრასნოდარის მხარეში.
ბაზის ყოველი სამხედრომოსამსახურე 2018 წელს საშუალოდ საველე პირობებში 3 თვეს გაატარებს, საერთო ჯანში ორგანიზებული იქნება 40-ზე მეტი საველე გასვლა, თითოეულის ხანგრძლივობ 14 დღიდან 2 თვემდე იქნება.
საბრძოლო მომზადების ტაქტიკური ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს ბაზის სხვადასხვა ქვედანაყოფის ათასობით სამხედრო მოსამსახურე და 500-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა.
მასალის გამოყენების პირობები






