"მარგველაშვილის პერიოდში შეწყალებულია 3 671 მსჯავრდებული, სააკაშვილის დროს კი, 34 947, ამ მხრივ მარგველაშვილი რეკორდსმენი ნამდვილად არ არის" - ქორიძე
პოლიტიკა - 13:20, 01 Feb, 2018     996
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში არ შევა, იმ დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული და ცილისმწამებლური რეპლიკების შემდგომ, რომელსაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ან პირების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების რაოდენობით რეკორდსმენი ნამდვილად არ არის და როდესაც საუბარია რეკორდებზე, ყველამ უნდა ნახოს ციფრები.

"ამ ცვლილებებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა როგორ შეიცვლება, ამის წინასწარ განჭვრეტა არ მგონია ადვილი იყოს, არ ვიცით რა ტიპის საქმეები მოვა და ა.შ. შეწყალების კომისიას სამუშაო გაეზრდება, მეტი საქმე შემოვა, შეიძლება გადაწყვეტილება არ იყოს უპირობოდ მსჯავრდებულთა სასარგებლო, ვინაიდან კომისია ჩვეულებრივ იმსჯელებს. ალბათ შეწყალებულთა რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ არსებითად არ გაიზრდება კეთილგანწყობა დანაშაულისადმი.

რაც შეეხება სტატისტიკას, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ სულ შეწყალებული იქნა 3 671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი, მათ შორის 3438 მსჯავრდებული პირი, მათგან 2384 გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხსნისგან, ხოლო 1054-ს შეუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი. მხოლოდ 233 პირი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული იქნა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში - 2004 წლიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, სულ შეწყალებულ იქნა 34 947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი, მათ შორის 3077 მსჯავრდებული პირი, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია შეწყალების კომისიამ.

"დანარჩენი 31 870 პირიდან მიხეილ სააკაშვილმა 8950 პირი შეიწყალა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში, ხოლო 22 920 პირი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოეხსნა ნასამართლეობა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42