საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 41% უჭერს მხარს, ევროკავშირში - 45%, ევრაზიულ კავშირში 19% - CRRC-საქართველოს კვლევა
პოლიტიკა - 11:30, 01 Feb, 2018     708

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. CRRC-საქართველო-ს მიერ გამოკითხული მოქალაქეების 41% ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ევროკავშირში - 45%, ევრაზიულ კავშირში კი 19%.

გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 26% ნაწილობრივ უჭერს მხარს, ნაწილობრივ არა, 20% კი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

რაც შეეხება ევროკავშირს, ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 45%, ნაწილობრივ მხარს უჭერს, ნაწილობრივ - არა 28%, ხოლო 14% წინააღმდეგია.

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 19% მხარს უჭერს მხარს. 24% ნაწილობრივ უჭერსმხარს ნაწილობრივ - არა, 38% კი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვას საქართველოში CRRC-საქართველო, ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ატარებს. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით. კავკასიის ბარომეტრი რეგიონული პროექტია - გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთნაირი მეთოდოლოგიით ტარდება და მონაცემების შედარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42