"ჩემმა ძმა ჯარშია და არც კი იცის, რომ საცოლე დაეღუპა..." - ბაღდათში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ტრაგიკული ისტორია
სოც.მედია - 11:49, 01 Feb, 2018     6040
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი როხში გარდაცვლილი 14 წლის მარიამ სამხარაძის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

მომხდარზე გამოძიება საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გოგონას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი სარკე ავრცელებს.

"14 წლის საცოლე გარდაეცვალა ჯარშია და არ იცის... ბაღდათის სოფელი როხში 14 წლის ულამაზესი გოგონა მოულოდნელად მამას ხელში ჩააკვდა. წინა დღით ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონიათ, პედაგოგი იხსენებს, რომ ბავშვი მშვენივრად იყო, არ უთქვამს, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დილით გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს, მუცელი ძალიან მტკივაო, შინ მხოლოდ ერთი აბი ნო-შპა ჰქონიათ – მამას ის დაულევინებია, მაგრამ ტკივილი არ შემსუბუქებია და რამდენიმე წუთში გარდაცვლილა.

მარიამ სამხარაძეს დედა არ ჰყავდა, ის 8 წლის წინ გაუჩინარდა. ოჯახს პირველი შვილიც დაეღუპა.

მარიამს საქმრო ჰყავდა, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მცხოვრები – თენგო ქურციკიძე. საქმრომ ჯერჯერობით მარიამის გარდაცვალების შესახებ არ იცის, რადგან ჯარში იმყოფება… დაქორწინებას თენგოს ჯარის დასრულების შემდეგ აპირებდნენ და მრავალი გეგმები ჰქონდათ. როგორც სოფელში ამბობენ, ვაჟის ოჯახმა სარძლო დიდი სიყვარულით მიიღო და გოგონას ხელის გულზე ატარებდნენ…" - ამის შესახებ თენგოს ძმა თემურ ქურციკიძე საუბრობს.

– ჯერ ისევ არ მჯერა, თითქოს ყველაფერი შეიცვალა… მარიამი ჩვენთან ოჯახის წევრივით იყო, ბევრჯერ იყო ნამყოფი ჩვენს სახლში… ჩემი ძმის საცოლე იყო, როცა ჯარს დაამთავრებდა დიდი გეგმები ჰქონდათ. ძმამ ჯერ არც იცის ეს ამბავი. მამაჩემი აპირებს ხვალ უფროსებთან მისვლას და ძმის გამოშვებას თხოვს. იმედია გამოუშვებენ, რათა თენგო გასვენებაზე მაინც მივიდეს.

– სად და როდის გაიცვნეს მარიამმა და თენგომ ერთმანეთი?

– როხში დეიდა მყავს, იქ გაიცნო ჩემმა ძმამ მარიამი. დაახლოებით წელიწადნახევარი იქნება, რაც ერთმანეთი უყვარდათ… 7 იანვარს მარიამს დაბადების დღე ჰქონდა, წელს ჩვენთან იყო ჩამოსული და კარგი დროც ვატარეთ… თურმე მის ბოლო დაბადების დღეს რომ აღვნიშნავდით, ამას ვინ წარმოედგენდა…

– მისი გარდაცვალების მიზეზებზე ახალი დეტალები ხომ არ გახდა ცნობილი?

– პარასკევს ვაპირებთ წასვლას მთელი ოჯახი და შაბათს დასაფლავებაზე… გარდაცვალების მიზეზი ჯერ არაფერია ცნობილი. უთქვამთ, რომ ექსპერტიზის პასუხი ერთი თვის შემდეგ იქნებაო…" - აცხადებს ჟურნალ სარკესთან ტემურ ქურციკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42