ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალიკო ქუთათელაძე მკაცრი ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების შესახებ მსჯელობას, საჭიროდ და აქტუალურად არ მიიჩნევს. ამის შესახებ ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ესეთი უკუღმართები ყველაფერში რატო ვართ???????? ამდენი ლაპარაკი ამ ნარკოტიკზე ნორმალურია???
ამდენი ენერგია და დრო უფრო მნიშვნელოვან თემებს რომ დავუთმოთ არ ჯობია?
ეხლა არ დამიწეროს აქ ვინმემ კითხვა- "აბა უნდა იჭერდნენ ან ფაქტს უდებდნენ თუ არა მოქალაქეებს" ეს დემაგოგიური ტლუ კითხვები დაუსვით ერთმანეთს!!!
მნიშვნელოვან თემებში კი ვგულისხმობ იმ სამარცხვინო განათლების დონეს რაც დღეს ქვეყანაშია და კაცების უმეტესობის ღიპ გადმოგდებულ გორაობას და უსაქმურობას!!!!
მოდით ესეთივე ისტერიკით მივუდგეთ სპორტის გამვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ბოდიში და აწიეთ ერთი ადგილები და ატარეთ შვილები სპორტულ აქტივობებზე, რამდენმა ადამიანმა იცით ნეტავ რომ ახალი წყალბურთის კლუბი დინამო დაარსდა?
ან საერთოდ ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების წარმატებით ეს ჩვენი სამარცხვინო ჟურნალისტები დაინტერესდნენ? არ შეიძლება ასეთივე დუჟ მორეულებმა მეტი პოზიტიური თემები გააშუქონ?
რა უებდურებაა ეს ამდენი ნარკოტიკის თხრა ცხვირში.
პრიორიტეტები რომ გვაქვს უკუღმართი და ფეხებზე რომ კიდია ყველას ერთმანეთი იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე.
თავი კი გვგონია ძაან პროგრესული ერი მაგრამ ქვეყანაში სადაც ისტერიული რადიკალიზმი სუფევს ყველა დარგში, სადაც განათლების დონე ზღვარზე დაბალია და სადაც ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის ჭამაზე არიან ორიენტირებულები ამათმა ნარკოტიკზე და ელჭიპიტის იქით სალაპარაკო თემა ვერ იპოვეს" - წერს ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






