17 წლის ავთო კიკნაველიძეს, რომელსაც ზურგის ტვინი დაუზიანდა და სამკურნალოდ გერმანიაში წასვლა სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ავთოს მდგომარეობასთან დაკაშირებით "ფეისბუკზე" უამრავი სტატუსი ვრცელდება, მათ შორის არის ისტორიკოსი ბუბა კუდავაც.
"ეს ავთოა, ჩემი მოსწავლე.
სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი, ლაღი, დაუღლელი, სულ მოძრავი, სულ მაიმუნობის ხასიათზე, სულ ღიმილიანი, მეგობრული და სულ ენამოსწრებული.
ბოლოს უჯარმაში ვიყავით ერთად. მის მეგობრებთან, სხვა მოსწავლეებთან ერთად. ვათვალიერეთ, ვილაპარაკეთ, გავერთეთ, ვიოხუნჯეთ...
3 დღის შემდეგ ჩემი 5 მოსწავლე ავარიაში მოყვა.
საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. უმეტესობას თითქმის არაფერი დაშავებია.
აი, ავთოს კი არ გაუმართლა...
თითქმის 2 თვეა, გაუნძრევლად წევს და საღ გონებაზე მყოფი, კიდურებსაც კი ვერ ამოძრავებს. 2 თვეა, სიკვდილს ებრძვის, მისხალ-მისხალ იმარჯვებს და სანახავად შესულ მეგობრებს ენას უყოფს.
სულ თავიდან, როცა მდგომარეობა გაიაზრა, „ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო“ – ჩაილაპარაკა...
მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ავთოს სასწაულებრივი გადარჩენა რაღაცის ნიშანია...
იმის, რომ არ შეიძლება, ავთომ არ იცოცხლოს. იმის, რომ ჯერ უნდა წამოჯდეს, მერე წამოდგეს და ისევ ისეთი ავთო დაგვიბრუნოს.
პირველად ვწერ ამგვარ პოსტს.
ვისაც თუნდაც მცირე საშუალება გაქვთ, დაეხმარეთ ამ 17 წლის მზესავით ბიჭს. მენდეთ, ამით ძალიან, ძალიან ლამაზ სიცოცხლეს გადაარჩენთ. ვინ იცის, მერე მან რამდენი იხსნას სიკვდილისგან...
ავთოს გადასარჩენად გადაწყდა, რომ მკურნალობა გერმანიის საკმაოდ ძვირადღირებულ კლინიკაში გაგრძელდეს. დღეს ეს მისი ერთადერთი შანსია...
ავთო, გამაგრდი, ერთობის ძალა კი იცი, რაც არის!
გვიყვარხარ!" - წერს კუდავა.
- საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400
(საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33),
- თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003.
მიმღები – მერაბ კიკნაველიძე
(ანგარიშები მულტისავალუტოა. ნებისმიერი ვალუტის ჩარიცხვაა შესაძლებელი)
მამის პირადი ნომერი: 01019024633 (მერაბ კიკნაველიძე).
მოგეხსენებათ, პირადი ნომრის მითითებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი თანხის ჩარიცხვა.
- მშობლების ტელეფონის ნომრები:
555 610 033 (ნათია გოგოჭური)
592 610 033 (მერაბ კიკნაველიძე)
მასალის გამოყენების პირობები






