პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართა, თუმცა, როგორც ირკვევა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შრის უთანხმოების მთავარი საკითხი, 2011 წელს მიღწეული შეთანხმებაა საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს,რომ საბაჟო მონიტორინგის შეთანხმებას რუსული მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს.
„ოფიციალურ დონეზე ასე გაკეთდა განცხადებები, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმებების პრინციპებსა და არსს. საუბრობენ ე.წ. საბაჟო საზღვრებზე, საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. მოგეხსენებათ ამ შეთანხმებაში არავითარი საბაჟო საზღვრები არ არის დაფიქსირებული. საუბარია სავაჭრო კორიდორებზე და ტერმინალებზე, სადაც უნდა განთავსდნენ. ამბობენ, რომ მოაწერენ ამ კონტრაქტს ხელს, ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ,“-აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მასალის გამოყენების პირობები






