"არანაირი მშენებლობა იქ არ იგეგმება და არანაირი პროექტის შეთანხმება არ არის მიღწეული. დანარჩენი, როგორ განვითარდება მოვლენები, რა შენობა-ნაგებობა განთავსდება, ზოგადად რუსთაველის გამზირი ძალიან მნიშვნელოვანი პროსპექტია თითოეული ჩვენგანისთვის, ასე მარტივად გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება. ეს იქნება საერთო განხილვის საგანი თუ რაიმე საინვესტიციო პროექტი იქნება დაგეგმილი. ესეც საჯაროდ იქნება გამოტანილი და განხილული, ნუ აყვებით ცრუ განგაშს"- აღნიშნა კახა კალაძემ.
შენობის მფლობელის, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის თქმით, არსებობს ესკიზი, თუმცა მშენებლობა არ იწყება.
"ეს არის ესკიზური პროექტი, ასეთი პროექტები ძალიან ბევრი მაქვს. საქართველოში მოქმედი არქიტექტორების 60 %-ს შექმნილი აქვს ესკიზი მაგ შენობის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე დამტკიცდა. არცერთი არ დამტკიცებულა, მიდის მსჯელობა, ბევრი დეტალია დასაზუსტებელი"- ამბობს ბიზნესმენი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სასტუმრო რუსთაველის გამზირზე, კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილზე უნდა აშენდეს.
ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






