"12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 17:29, 31 Jan, 2018     5932
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და რეფერირების სისტემაზე ისაუბრა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საკითხი ეხება ბავშვებს, რომელიც ჩვენი მომავალია და მათი უყურადღებოდ დატოვება არის დიდი პასუხისმგებლობის თემა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეხებათ 14 წლის ასაკის ზემოთ. პრობლემა არის ის, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები სამწუხაროდ აღმოჩნდნენ იურიდიული ჩარჩოს მიღმა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება და არ იქნება - ეს არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა. პირველ რიგში, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობა, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არის ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელი. ფაქტობრივად რეფერირების კომისია ამ უყურადღებობის გამო უფუნქციოდ არის დატოვებული, ისევე როგორც სპეციალური დაწესებულება, რომელიც არის სამტრედიაში. მისი ინფრასტრუქტურაც ვერ უძლებს კრიტიკას. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფერირების სისტემაზე მსჯელობა დღეს ამ კომისიაზეც იქნება. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთობლივად იმსჯელებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით. მსჯელობა შეეხება როგორც რეფერირების სისტემას, ასევე, მანდატურის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას და რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსური მიდგომა.

საჭიროა რეფერირების სისტემის და კომისიის დახვეწა, ასევე ინფრასტრუქტურა. არა მხოლოდ სამტრედიის დაწესებულება, არამედ, როგორც მინიმუმ კიდევ ერთი დაწესებულება დაგვჭირდება აღმოსავლეთ საქართველოში და ეს უნდა იყოს მოკლე პერიოდში, სერიოზული მსჯელობის საგანი. საკითხი ეხება ბავშვებს, რომელიც ჩვენი მომავალია და მათი უყურადღებოდ დატოვება არის დიდი პასუხისმგებლობის თემა. ყველა სახელმწიფო ორგანომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმუშაონ"- განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42