"შსს ერთმნიშვნელოვნად მიესალმება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას“- გიორგი გახარია
პოლიტიკა - 16:10, 31 Jan, 2018     1588
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მისმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები − საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; სახალხო დამცველი.შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომაზე ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ლოგიკურად ჯდება იმ რეფორმებში და იმ გეგმებში, რომელიც ჩვენ გვაქვს სამინისტროსთან მიმართებაში. ჩვენ ვერ ვხედავთ რისკს იმ ფასეულობებთან მიმართებაში, რომლის დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაპირებთ.ამ ბოლო თვეების განმავლობაში, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქნებოდა ძალზედ მოსახერხებელი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესძლებოდა მეტად ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობაში.რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ მყარი ობიექტურობის შეგრძნება.

ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი მექანიზმის ობიექტურობა არის ლაკმუსის ქაღალდი, რაზეც უნდა გაიაროს მისმა ეფექტურობამ.კონსტიტუციონალური და სტრუქტურული დამოუკიდებლობა მსგავსი ინსტიტუტის არის აბსოლუტურად მისაღები და ვთვლით, რომ ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა რომ მსგავსმა ინტიტუტმა ხელი შეუწყოს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა პროცესების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებასთან მაღალი ნდობის მოპოვებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივესალმებით მსგავსი მექანიზმის შექმნას და ჩვენი მხრიდან ვაცხადებთ თანამშრომლობის მზადყოფნას„- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42