როგორც „ეხო კავკაზი“ წერს მათი ყველა დოკუმენტი გაფორმებულია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ კანონმდებლობის შესაბამისად- ყველა მათგანს აქვს ე.წ ვიზა, ე.წ სამუშაო ნებართვა და სამედიცინო ბარათიც კი.
„ეხო კავკაზის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეელთა სამუშაო ჯგუფს თავისი კოორდინატორიც ჰყავს, რომელიც აფხაზეთში მათი ჩამოსვლის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს. სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ეს კოორდინატორი არის აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის ვიცე კონსულის წარმომადგენელი, რომელიც ვიცე-კონსულთან ერთად აშშ-ის სანქციების სიაშიც მოხვდა.
ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები აშშ-მა 25 იანვარს მიიღო . ის შეეხო 9 ორგანიზაციას, 6 მოსამართლეს და თექვსმეტ ადამიანს, რომლებიც აშშ-ის აზრით დაკავშირებულნი არიან ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ბირთვულ პროგრამასთან.
მასალის გამოყენების პირობები






