საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
პოლიტიკა - 15:01, 31 Jan, 2018     948
საქართველოს თავდაცვის მინისტრი წელს პირველი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია. ლევან იზორიას რუმინელმა კოლეგამ მიჰაი-ვიორელ ფიფორმა უმასპინძლა.

რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების დიალოგში და რუმინეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ხაზი შავი ზღვის აუზში ორ ქვეყანას შორის თანამშორმლობის მაღალ ხარისხს გაესვა. რუმინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, რუმინეთი და საქართველო შავი ზღვის აუზის რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მის უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვთ.

შეხვედრაზე მიჰაი-ვიორელ ფიფორმა ხაზი გაუსვა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასაც. აღინიშნა, რომ წელს ორივე ქვეყანას დამოუკიდებლობის 100 წელი უსრულდება. მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუმინეთში დამოუკიდებლობის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ორ ქვეყანას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს, რაც პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი ორმხრივი თანამშორმლობის გეგმას მოაწერეს, რომელიც თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42