„საქართველო ნატოსა და ევროკავშირის გზას ადგას და საბჭოთა გადმონაშთებისთვის თავის გართმევა აუცილებლად მოუწევს. ერთ-ერთი საკითხი ერთპარტიული მმართველობაა. რა თქმა უნდა, პარლამენტში არის აქტიური ოპოზიცია, მაგრამ კონტროლი სინამდვილეში ერთ პარტიას აქვს. საქართველოში ვითარება ისე ცუდად არ არის, რა თქმა უნდა, როგორც რუსეთში, ან რეალურად ავტორიტარულ ქვეყნებში, მაგრამ ერთპარტიული მმართველობა გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამ დროს ჩნდება განცდა, რომ არ არის კომპრომისზე წასვლის თუ დიალოგის გამართვის საჭიროება. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა მთავრობის გამჭვირვალობის ხარისხით, უკმაყოფილოა იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა მიღებული. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს.
მეორე საკითხი ის არის, რომ საქართველოში მესიების ერა უნდა დამთავრდეს. ეს ის სიცოცხლეზე დიდი ფიგურებია, რომლებიც უდიდეს გავლენას ავრცელებენ იქნება ეს ოფიციალური თანამდებობიდან თუ კულისებს მიღმა დარჩენით. ეს თემა გამჭვირვალობას და დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის ქონას უკავშირდება.
მესამე საკითხი ვფიქრობ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მეტი ქალის დანიშნვა და არჩევაა. დღეს ქალები არიან თანამდებობებზე, მაგრამ მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს.“- განაცხადა კენეტ იალოვიცმა.
მასალის გამოყენების პირობები






