უშიშროების საბჭოს გაუქმების ფონზე, „ქართული ოცნება“ იგივე ფუნქციის ორგანოს ქმნის
პოლიტიკა - 13:35, 31 Jan, 2018     1590
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, სპეციალური ორგანოს შექმნას არ გამორიცხავს.

ირაკლი სესიაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ საკითხზე კონულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.

პარლამენტარი ამბობს, რომ აუცილებელია, ქვეყანას თავდაცვას და უსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი ხედვა ჰქონდეს.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები - ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობაა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ კი, ეროვნული უშიშროების საბჭოც უქმდება.

ამის გათვალისწინებით, „ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რატომ დადგა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, სპეციალური ორგანოს შექმნა დღის წესრიგში და ხომ არ ქმნის ამ ორგანოს მმართველი ძალა პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი უშიშროების საბჭოს საპირწონედ, რომელიც საკონსტიტუცო უმრავლესობით ზურგგამაგრებულმა „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ გააუქმა?

ინიციატივის ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში გამჟღერებელ ირაკლი სესიაშვილს „ამ საკითხზე ლექციის წაკითხვა“ „ნიუპოსტთან“ არ სურს.

„გარკვევით მეწერა და გარკვევით მქონდა ახსნილი, რომ მიდის მსჯელობა და ანალიზი. ახალი ორგამოს შექმნა ჯერჯერობით არ იგეგმება. მსგავს მოლოდინებს ნუ გავაჩენთ, არ მინდა, ეს ინფორმაცია კიდევ უფრო განივრცოს“- ამბობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება საკონსტიტუციო მოცემულობას უკავშირდება.

„გითხარით, რომ მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს, გადაწყვეტილება მიღბული არ არის. ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ გარკვეული მხარდამჭერი ორგანო უნდა არსებობდეს... ლექცია უნდა წაგიკითხოთ, რატომ უნდა გაუქმდეს უშიშროების საბჭო? უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტთან არსებული. პრეზიდენტი არ არის არც სახელმწიფოს მეთაური და მას არ აქვს პასუხისმგებლობა მთავრობის მუშაობაზე. ამიტომ პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო ვერ იქნება იმდენად, რამდენადაც ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობის მოდელია“- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. რომელიც ირწმუნება, რომ სპეციალური ორგანოს შექმნით, უშიშროების საბჭოს ჩანაცვლება არ ხდება.

„არაფრით ვანაცვლებთ... არ მინდა, რომ ეს სტატია დაწეროთ. გეუბნებით, რომ ჯერ არაფერი იგეგმება. თვქნ მეუბნებით, რომ ანაცვლებთო, არაფერს ვანაცვლებთ!

სპეციალურ ორგანოს შექმნაზე, უბრალოდ, ვმჯელობთ, რაც ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც იცვლება. თუ ამის საჭიროება გაჩნდა, შემდგომ იმაზე ვიმსჯელებთ, თუ რა ფორმით აისახოს ყველაფერი ეს. ეს არის ჩემი მოსაზრება, რაც კომიტეტის სხდომაზე დავაფიქსირე და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რაც ორი სიტყვით ვერ აიხსნება. ეს არ არის ინიციატივა და მსჯელობა თუ მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ არის საჭიროება, შემდეგ შესაძლოა კონკრეტული გეგმა დავისახოთ“- განუცხადა „ნიუპოსტს“ ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42