"ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"
პოლიტიკა - 12:58, 31 Jan, 2018     1047
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წარადგინა 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსი", რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია.

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 82 ქულა მიიღო, რაც 2015 წელთან შედარებით, 16 პუნქტიანი გაუმჯობესებაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს, მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა (2015 წელს მე-16 ადგილზე იყო) - მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია უსწრებენ.

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვე გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ღია ბიუჯეტის კვლევას 2012 წლიდან ახორციელებს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი

მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი

სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები

სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში

სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას ამახვილებს ასევე საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობასა და ბიუჯეტზე ეფექტური ზედამხედველობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები, განსაკუთრებით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 22 ქულა (მსოფლიოში მე-17 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 74 ქულა (მე-18 ადგილი).

ვულოცავთ საქართველოს ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მეტი ყურადღება დაეთმობა საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.

შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწა და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამჭირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.openbudgetsurvey.org.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42