პუბლიკაციის ავტორის მოსაზრებით, არსებობს სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც აშშ-მ თბილისის ატლანტიკურ სწრაფვას მხარი უნდა დაუჭიროს.: საქართველო არის აშშ-ის საიმედო პარტნიორი ერაყსა და ავღანეთში, ამ ეტაპზე მისი 870 სამხედრომოსამსახურეა საერთაშორისო კოალიციაში ავღანეთში და ის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია არა მხოლოდ ნატო-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის, არამედ, მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ამ მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობითაც.
მეორე ფაქტორად ლუკ კოფი საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას მიიჩნევს, რომელიც ევრაზიაში აშშ-ის გეოპოლიტიკურ ინტერესებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ავტორის თქმით, თბილისმა აშშ-ის შესთავაზა ტერიტორია და ინფრასტრუქურა ნატო-ს ძალებისა და ავღანეთში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.
მესამე მიზეზი, პუბლიკაციის ავტორის თანახმად, ისაა, რომ საქართველო წარმოადგენს სამაგალითო ქვეყანას რეგიონში დემოკრატიული განვითარების მაჩვენებლებით. რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, აშშ-ის ინტერესებშია, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს.
პუბლიკაციის ავტორის თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შესაძლოა, მოხდეს განსაკუთრებული კომპრომისის - „დროებითი ღონისძიებების“ საფუძველზე.
„ბევრს ეშინია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აუცილებლად ნიშნავს რუსეთთან ომს. საქართველოს შესაძლოა, მიწვეული იქნას 1949 წლის შეთანხმების მე-6 მუხლში შეტანილი შესწორების საფუძველზე, რომელიც იმას გულისხმობს, რომ მე-5 მუხლის მოქმედება დროებით არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ეს დროებითი ღონისძიება იმოქმედებს მანამდე, ვიდრე საქართველო მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებებით არ აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ნაბიჯი მოსკოვს გამოაცლის ბერკეტს, რომ მოახდინოს ზეგავლენა ქვეყნებზე, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, თუმცა მათი ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული,“ - ავტორის ამის მაგალითად 1951 წელს, ალიანსში საბერძნეთისა და თურქეთის გაწევრიანება მოჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები






