„უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი“ - ენმ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 12:05, 31 Jan, 2018     742
„ნაციონალური მოძრაობა“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებს - ენმ თბილისის მერს და მის მოადგილეებს საკრებულოში, რიგგარეშე სხდომაზე იბარებს.

ირაკლი ნადირაძის თინფორმაციით, კომპანია „ყვარელრემმშენი“, რომელმაც მეტროსადგური „ვარკეთილი“ გაარემონტა, ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, ხოლო მისი ამ სიიდან ამოღებას „ქართული ოცნების" შედეგად მოხდა.

„უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ფრაქციულ ფორმატში კონკრეტული სამსახურის უფროსის ან უფროსების მოწვევა არ არის საკმარისი. მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოვა ყველა ის კომპეტენტური სამსახური, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულობაზე. ტენდერი მოგებული ჰქონდა შავ სიაში მოხვედრილ კომპანიას, რომელმაც უხარისხო სამუშაოები ჩაატარა. 10 წლიანი გარანტია ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, რომ რემონტიდან 4 თვის თავზე ჩამოიშალა. ფაქტია, რომ ამ კომპანიას მისცეს ასევე, სხვადასხვა სამუშაოს განხორციელების უფლება, რამდენიმე მილიონი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან. ის არემონტებდა, როგორც სკოლებს, როგროც ბაღებს, ასევე, შსს-ს ცალკეულ კაზარმას და ცალკეულ ობიექტებს, შესაბამისად, ეს ბადებს კითხვის ნიშანს, ხომ არ იყო კორუფციასთან საქმე, ხომ არ იყო აქ კონკრეტული ადმიანების მიერ ამ კომპანიის ლობირებასთნ საქმე, ამაზე უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი,“ - განაცხადა ნადირაძემ.

გუშინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რომელიც კომპანია "ყვარელრემმშენმა" 2017 წლის ზაფხულში გაარემონტა. ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42