,,გერმანელები ტოტებზე ათენებდნენ კარვებში, რომ დაეცვათ ხეები მოჭრისგან. ....Stuttgard 21. ასე ერქვა პროექტს წლების წინ, რის მიხადვითაც სწრაფი მატარებლების სადგური უნდა აშენებულიყო ქალაქში, საჭირო იყო რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი (მგონი 5 ხე იყო ზუსტად არ მახსოვს) ხის მოჭრა. ეს გააპროტესტა ხალხმა და საქმე იქამდე მივიდა, ჩაატარებინეს რეფერენდუმი - მატარებელი თუ ხეები. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა პროექტმა და გადაწყდა ხეების მოჭრა. ... აი ნახეთ მაინც როგორ იბრძვიან რამოდენიმე ხის გადასარჩენად გერმანელები მიუხედავად ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებისა! ასე იბრძვის ეს ხალხი თავისი მომავლისთვის, პრინციპებისთვის და ბუნებისთვის. ........ ...აჭარა, გურია და სამეგრელო იჩეხება ... საქართველოს ბ ი ო ლ ო გ ე ბ ო თქვენ მაინც როგორ გძინავთ ღამე, სტუდენტებო და ლექტორებო აცნობიერებთ რა ხდება დასავლეთ საქართველოში?“ - წერს ხათუნა გეგეჭკორი.
მასალის გამოყენების პირობები






