"ოცნება“ გირგვლიანს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, საქმის პროკურორებს და მოსამართეებს აწინაურებს და შეწყალების ინსტიტუტის შეზღუდვას აპირებს" - შავგულიძე
პოლიტიკა - 17:44, 30 Jan, 2018     1177
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეის, მამუკა მდინარაძეის ინიციატივას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციისა და იურისტების ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.

მათი შეფასებით, "გირგვლიანის პაკეტი უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის სისტემის გათავისუფლება იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას".

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივის მიხედვით, მკაცრად დაისჯება მაღალი თანამდებობის პირის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას. ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად ჩაითვლება, მაგალითად, მსჯავრდებულის შეწყალებაც, კონკრეტული სარგებლის სანაცვლოდ.

"ნიუპოსტი" მმართველი ძალის ხმაურიან ინიციატივაზე სანდრო გირგვლიანის ადვოკატს შალვა შავგულიძეს ესაუბრა.

"თავისუფალი დემოკარატების" ლიდერი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" გირგვლიანის თემას ვიწყოპარტიული ინტერესებისთვის იყენებს.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ის მოსამართლები და პროკურორები ვინც ევრიპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო აღაშფოთა დააწინაურა და უვადო მოსამართლეებად დანიშნა:

"მმართველი პოლიტიკური ძალა გირგვლიანის საქმეს, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. არ შეიძლება ითქვას, რომ გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდა, როგორც ამას განცხადების ავტორი ამბობს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც მან თქვა, რომ აღშფოთებულია, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო, ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდა, რომ ეს საზარელ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო და ამ ჩამონათვალს სტრასბურგის სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ ტენდენციური და არაობიექტური გამოძიებით. შემდეგ საქართველოს ყველა სასამართლო ინსტანციის მიერ ამ საქმის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევებით და არასწორი გადაწყვეტილებებით და ასეთ ვითარებაში არცერთი გამომძიებლის, პროკურორის მიმართ არავითარი კითხვის ნიშანი და პრეტენზია არ არის დაყენებული და ის მოსამართლეები რომელთა გადაწყვეტილებებმაც ასე აღაშფოთა ევროპული სასამართლო, ვადის გასვლის შემდეგქართული ოცნების მიერ უვადოდ იქნენ დანიშნულნი. ლოგიკურია კითხვა - თუ რატომ წავიდა ქართული ოცნება ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯზე და რატომ გადადგა ევროპის სასამართლოს შეფასების საწინააღმდეგო ნაბიჯი, აქ ერთადერთი ლოგიკური პასუხია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მსახურებაში დატოვა ის პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, რომლებმაც "თავი გამოიჩინეს" წინა ხელისუფლების მსახურებით.

ასეთ პირობებში არ შეიძლება თქვა, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამართალი აღდგა, როცა საქმის მოსამართლეები და პროკურორები დღეს დაწინაურებულები არიან. ხელისუფლება კი დღეს ამაყობს სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენით, თუმცა ამ განაჩენის დასაბუთებაც ძალინ საეჭვოა, ვინაიდან საქმის პროკურორებისა და მოსამართლის განცხადებებიდან, რამდენიმე ირიბი ჩვენებისა და სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუსა, სადაც ის აღნიშნავს, რომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენება პოლიტიკურად დააზიანა ნაციონალური მოძრაობა, სხვა მტკიცებულება ვერ მოვისმინეთ. თუ ასეთ სუსტ მტკიცებულებებს ემყარება სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, რა თქმა უნდა დიდია საშიშროება, რომ სააკაშვილმა ეს საქმე სტრასბურგში გაასაჩივროს და ევროპის სასამართლოში გირგვლიანის საქმე მოიგოს. წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია შეიქმნება და რამდენად სერიოზული რისკის ქვეშ დგება ის შედეგი, რომელსაც ჩვენ, ყველამ ერთად ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ხელისუფლების პერიოდში მივაღწიეთ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" შალვა შავგულიძემ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, "თავისუფლი დემოკრატების" ლიდერი უმრავლესობის ინიციატივას "ქართული ოცნების" მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარებას უწოდებს.

"ქართული ოცნება შეწყალების ინსტიტუტის შეზღუდვას აპირებს და ალბათ, ეს კანონმდებლობა ძირითადად მიმართული იქნება, იქითკენ რომ პრეზიდენტის ძირითადი, ერთპიროვნული უფლება - შეიწყალოს მსჯავრდებული, იყოს შეზღუდული და მოექცევა კონტროლის ქვეშ. გამოდის, რომ შეწყალების ინსტიტუტი დაკარგავს თავის შინაარსს, ვინაიდან შეწყალების ინსტიტუტი ფაქტობრივად იმით განსხვავდება ვადამდე პირობით გათავისუფლების ინსტიტუტისგან, რომ არსებობს, სწორედ ასეთი აბსოლუტური დისკრეციაა ქვეყნის პირველი პირის, რომ ყოველგვარი წესებისა და სტანდარტების გარეშე შეიწყალოს მსჯავრდებული. ზოგადად, შეწყალება მნიშვნელოვნადაა რეგლამენტირებული, რა შემთხვევაში, რა დანაშაულებებზე, სასჯელის რა ვადის შემდეგ შეიძლება შეწყალება და ა.შ. თუ პრეზიდენტის ეს ექსკლუზიური, შეიწყალოს მსჯავრდებული ყოველგვარი წესების გარეშე უფლება იქნება შეზღუდული, მაშინ შეწყალების ინსტიტუტი აღარ იქნება და იქნება ვადამდე პირობით გათავისუფლების კიდევ ერთი სახეობა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთი ცვლილებები აიხსნას ადამიანის უფლებებზე ზრუნვით? როგორც ამას განცხადების ავტორები ამბობენ და აღნიშნავენ რომ „ქართული ოცნების“ უმთავრესი სიკეთე და საზრუნავი ადამიანია და ამითაა თითქოს განპირობებული ეს საკანონმდებლო ცვლილებები ეს რბილად რომ ვთქვათ არათავსებადია“ - უთხრა შავგულიძემ "ნიუპოსტს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42