ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ინიციატივას არ იცნობს:
"თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ, საუბარია ხელისუფლების შეთქმულებაზე ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ. საბჭოთა გადმონაშთი იყო ის შეთქმულება, რომელიც მოაწყო წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის წინააღმდეგ და საბჭოთა გადმონაშთი არის ის, რასაც აკეთებენ ამ შეთქმულებისთვის ხელის დასაფარებლად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც გააკრიტიკა:
„ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელიც დაემთხვა გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს და მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის არის მართალი ამ საქმეში. ამის, ასე ვთქვათ, წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც ვიხილეთ ჩვენ მანამდე, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ის, რაც მოხდა თავის დროზე გირგვლიანის წინააღმდეგ, ეს იყო ხელისუფლების ძალიან მძიმე დანაშაული, ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არ არგებს არავის“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს
მასალის გამოყენების პირობები






