"უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება" - კახა კალაძე
პოლიტიკა - 14:40, 30 Jan, 2018     2104
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კითხვები არსებობს, რომელთაც პასუხი დროულად უნდა გაეცეს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის გამოც, 14 ადამიანი დაშავდა.

კახა კალაძის განცხადებით, ამჟამად, ექიმები დაშავებულ მოქალაქეებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ, რომლის ხარჯებსაც თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.

„აღნიშნული სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა, რომლის ჯამური ღირებულება 347 852 ლარს შეადგენს. ეს სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევიდა და რამდენიმე თვეში ეს შედეგი მივიღეთ. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით, შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უკვე დაიწყო.

„არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რათა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში არ შევიჭრა, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არცერთ კომპანიას, არცერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად, თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიის მიერ, დედაქალაქში არსებული ყველა ობიექტი - ბაღები, სპორტული კომპლექსები, მეტროსადგურები დეტალურად მოწმდება.

„სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. წინ ძალიან ბევრი საქმეა - უკვე არსებულის შემოწმება, მონიტორინგი და ზოგადად, გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დროს ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42