"დიახ მე ვარ "ემიგრანტი" დიახ მე ვუვლი მოხუცხ დიახ მათ ვულაგებ დიახ მათ ვუსუფთავებ დიახ მე მათთან ვმუშაობ მაგრამ მე "ვშრომობ" ჩემი შრომით ვინახავ ჩემ თავს და არა მარტო... დიახ მე ვარ მათი მომვლელი მე არ მრცხვენია ჩემი შრომით ვიშოვნო ფული... მე 27 წლის ვხდები და ჩემი შრომით ვარ 8 წელია ჩემ თავს არაფერს ვაკლებ და ჩემ ოჯახს და არა მარტო. ვმუშაობ იმიტომ რომ არ ვთხოვო მშობლებს არ დავჯდე მათ ხარჯზე არ ვთხოვო სხვას არ გავხდე მათხოვარი. დიახ 7 წელო და თვეებია მე ოჯახი არ მინახავს დიახ მათ მონატრებაში ვარ განა იმიტო რო ეს სიამოვნებას მანიჭებს არამედ ის მანიჭებს სიამოვნებას რომ ამ ტანჯულ წლებს ჩემ ოჯახს ჩემ მომავალს ვახმარ იმიტომ რომ არ თქვან აი ნახეთ ეს გოგო როგორ დაბეჩავდა ქმარ-შვილი დაეღუპა და ოჯახის კისერზეაო. არ მინდა ვინმემ ცოდვით და შეცოდწბით შემომხედოს სანამ შემეძლება დიახ ვიმუშავებ თუნდაც დამლაგებლად თუ დაც მოხუცის მომვლელად მის დასაბანად და მის გასაწმენდად ეს არ მეთაკილება. დიახ მე 20 წლის გავხდი ემიგრანტი ქვრივი შვილ მკვდარი განადგურებული ვიძახდი რათ მინდა ცხოვრება ის რაც მიყვარს დავკარგე მეც უნდა მოვკვდეთქო თუმცა შევხედე ჩემ დედიკოს მამიკოს ტვალებში და მივხვდი რომ ჯერ კიდევ ღირდა ცხოვრება და უ და გამეგრძელებინა მე ოჯახის კისერზე დაკიდებას მათთვის ტვირთად დაჯდომას გულ გაგლეჯილმა ვარჩიე ემიგრანტობა უცხო ქვეყანაში უცხო ხალხში უენოთ ჩემ დაიკოსს ამარა. უფალს და ჩემ დაიკოს მადლობა თორემ მე მათხოვარი ვიქნებოდი მე შესაცოდი დასაცინი ვიქნებოდი. მე კი ეხლა ვამაყობ იმით რაც ვარ რასაც ვაკეთებ როგორც ვაკეთებ... არ ვიპარავარ არ ვმათხოვრობ და ჩემ მშობლების და არავის კისერზე არ ვარ.... მე არ მეთაკილება არც მრცხვენია ვთქვა რომ კი მე ვარ მომვლელი მე ვარ დამლაგებელი მე ვარ სხვა ქვეყნის ბებია ბაბუენის დამბანი მათი საჭმლის გამკეთებელი მაგრამ მე ამით არა მარტო ჩემ თავს არა მარტო ოჯახს არამედ ბევრ ნაირ არამზადას ვარჩენ.... .
მე არ მრცხვენია მე არ ჩავხრი თავს არა. პირიქით მე თავ აწეული ვივლი..." - წერს სალაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






