"ქართული ოცნების პოლიტიკურად მოტივირებული სურვილი, სახიფათო ტენდენციას ამკვიდრებენ"- ალაფიშვილი "გირგვლიანის შესწორებებზე"
პოლიტიკა - 14:41, 30 Jan, 2018     1230
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ფრაქცია “ქართულმა ოცნების“ მიერ “გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობის დაწყების დაანონსებას პოლიტიკურ განაცხადს უწოდებს.

როგორც ალაფიშვილმა თემის კომენტირებისას „ნიუპოსტს“ უთხრა, "ოცნება" ძალიან სახიფათო ტენდენციას ამკვიდრებს:

“ეს არის პოლიტიკური სურვილი, პოლიტიკოსის, დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რაც ბევრ რამეს ხსნის. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც საკანონმდებლო ოგრანოში არიან, ყველა გადაწყვეტილებაზე ჯეროვნად დაფიქრდებიან და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება კონსტიტიცასთან და არ გახდება საჭირო მათ გააწყვეტილებაზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება. ბოლო პერიოდში ჩვენ არაერთი გვინახავს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, მიღებული კანონები, რაც მერე საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი გამხდარა.

არ ვიცი სამართლებირვად რას ჩაწერენ, რეალურად, საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია, თუნდაც პოლიტიკურის: რა გამდის? - ვიღაც, პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, კონსტიტუციურ ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გახდეს, არა კონსტიტუციური, არამედ ერთ-ერთი საგამოძიებო ორგანოს მსჯელობის საგანი - ეს გამოვა დემოკრატია და საპროკურორო ან დემოკრატია და საგამოძიებო კონტროლი. და იმ პირობებში, როდესაც ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად უზრუნვეყოფილი გამოძიების პოლიტიკური ნეიტრალურობა, ეს საკმაოდ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლოდ.

იმედია გონიერება გაიმარჯვებს, პარლამენტში არიან სხვა დეპუტატებიც, გაიმართება მსჯელობა ამაზე და კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები იქნება ის ჩარჩო, რომელშიც პოლიტიკოსები განახორციელებენ თავის უფლებამოსილებებს და არა კონსტიტუციის ჩარჩოს მიღმა”- აღნიშნა ალაფიშვილმა.

იურისტი, „ქართული ოცნების“ განცხადებას გაუგებარის უწოდებს და აბობს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ საზოგადოებას, კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ალაფიშვილი ოცნების ინიციატივას საშიშს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მმართველ ძალას აუდიტის სამსახურის და სახალხო დამცცველის ინსტიტუტის გაკონტროლების სურვილიც გაუჩნდეს.

„როდესაც ტერმინი მოვიხმე პოლიტიკურად მოტვირებული, სწორედ ეს მოვიზარე, კონრეტული პოკიტიკური ძალისთვის არასახარბიელო მოცემულობა როგორ გადაითარგმნოს კანონში, რომ აღარ განმეორდეს.

როდესაც ვსაუბორბ დემოკრატიაზე საგამოძიებო კონტროლი არ დამაყრდეს-თქო ამას ვგულისხმობ. ოღონდ არა ერთ კონსტიტუციური ისტიტუცი. ხომ შეიძლება ხვალ აუდიტის, სახალხო დამცველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაუჩნდეს ვიღაცას სურვილი, რომ დაიწყოს გამოძიება.

მაშინ რაღად გვინდა კონსტიტუციური ინსტიტუტი და მათთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება? მაშ რაღად გვინდა და რა არის მაშინ დემოკრატიის არსი?

ის რაზეც გვესაუბრებიან პოლიტიკოსები, გნებავთ სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს რაღაც დანაშაული დაუფარია , იცოდა, რომ დანაშაული მოხდაო, მაგრამ ერთი სიტყვა , ერთი ფურცელი არ გვინახავას, მისთვის ამ კუთხით ბრალის წაყენებაზე. ეს ყველაფერი ერთად ქმნის არაჯანსაღ გარემოს და საფუძველს რეალური შეშფოთებისთვის, რომ ისე არ რის ქვეყნის კონსტიტუციის განვითარების გზაზე, როგორც უნდა იყოს დემოკრტაიულ ქვეყანაში.

საბჭოთა კავშირის აღდგენა საქართველოში შეუძლებელია. რუსეთმაც კი ვერ შეძლო. აღდგენის მცდელობად მივიჩნევ თუნდაც იმ განცხადებებს, რომ კონსტიტუციური ოგრანოების კომპეტენციები დაუქვემდებაროს საგამოძიებო კონტროლს.“ - განმარტა „ნიუპოსტთან“ ალაფიშვილმა.

„ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს გეგმავს, რომლის თანახმადაც, მკაცრად დაისჯება მაღალი თანამდებობის პირის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას.

მართლმსაჯულების ხელის შეშლა აქამდეც დასჯადი იყო, თუმცა, კონკრეტულად რა იცვლება კანონში ამაზე "ქარტულ ოცნებაში" არ საუბრობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42