მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა, მომხდარის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გასული წლის სექტემბერში სადგური ოფიციალურად გაიხსნა.
მომხდარს დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ უნდა დადგეს გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი:
„მინდა დაზარალებულ ადამიანებს გამოჯანმრთელება ვუსურვო და იმედია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 2016 წლის 30 ნოემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, 300 ათას ლარზე მეტი დაჯდა, გასული წლის 25 სექტემბერს წინა მერმა წინასაარცევნოდ დიდი ზარზეიმით გახსნა „ქართულმა ოცნებამ“, 10-წლიანი გარანტია უნდა ჰქონოდა და სამი თვეც ვერ გაძლო. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ არის სიცოცხლისთვის საშიში და საზოგაოდებისთვის მავნებელი, „ქართული ოცნება“ კლავს. მეტროს ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი გადაჰყავს, ყველა იმ ადამიანი ვინც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, როგორც შემსრულებლები, ასევე პირველ რიგში ის ადამიანები, ვინც ეს უხარისხო სამუშაოები ჩაიბარა. ფაქტია, რომ პროექტი იყო შედგენილი, მიდიოდა სარემონტო სამუშაოები ერთ წელზე მეტხანს, გარანტია უნდა ჰქონოდა 10 წელი და სამ თვეში ჩამოინგრა. მთლიანად არის ჩამონგრეული ჭერი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






