თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისის“ წევრის დავით ჟღენტის თქმით, მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდაა ჩატარებული და არსებიბს ალბათობა იმისა, რომ ადგილი ქონდეს კორუფციულ გარიგებებს, ჟღენტის თქმით, საკრებულოს ოპოზიცია ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის დაბარებას აპირებს:
„ის სამუშაოები რაც შეასრულა კონკრეტულმა ფირმამ არის უხარისხო ჩვენ ვაპირებთ რომ დავიბაროთ მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი და მისგან მივიღოთ უშუალოდ პასუხები, რადგან არის ალბათობა იმისა და გვაქვს სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ აქ იყო კორუფციული გარიგებები. ძალიან მნნიშვნელოვანია რომ დროულად ჩატარდეს გამოძიება და გაირკვეს დაზოგეს თუ არა კონკრეტული მასალები. ეს სამუშაოები რომელიც ზარზეიმით მიიღო ქართულმა ოცნებამ, სამი თვის შემდეგ დაზიანდა და შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 ის მდგომარეობა მძიმეა“- განაცხადა დავით ჟღენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






