რეალურად, თბილისი რეგიონის უმნიშვნელოვანესი ცენტრია, რაც არა მხოლოდ შორეული, უახლესი ისტორიის მაგალითებითაც დასტურდება: მაშინაც კი, როდესაც ქალაქი დაპრობილი იყო, ის განაგრძობდა თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციის შესრულებას – ცხადია, დამპყრობლების ინეტერესებში. მათ შორის, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა დროსაც, როდესაც სწორედ თბილისში იყო განლაგებული, თავდაპირველად, რუსეტის იმპერიის, მოგვიანებით, სსრკ–ს ამიერკავკასიის ყველა მნივშენლოვანი საკვანძო უწყება, სამხედრო ოლქის სარდლობის ჩათვლით). საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდეც ამიერკავკასიის კონფედერაციის დედაქალაქად თბილისი იყო გამოცხადებული და დღესაც სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორივე სახელმწიფოსთვის ცივილიზებული სამყროსკენ მიმავალი გზა თბილისზე გადის. ანუ პოლიტიკურ ფუნქციას ემატება თბილისის ბუნებრივი, ანუ გეოგრაფიული ფუნქციაც.
მეორე მხრივ, ისე მოხდა, რომ საქართველოს დედაქალაქში თავმოყრილია საქართველოს მოსახლეობის ლამის ნახევარი, თბილისის წილი კი ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტში ორ მესამედზე მეტია, რაც, აფერხებს მის განვითარებას.
უფრო მეტიც, თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში საოკუპაციო ჯარი დგას და სავსებით რეალურია, თუ ვითარება გამწვავდა, საოკუპაციო ჯარმა ქვეყანა შუაზე გაყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი ვეღარ უზრუნველყოფს დასავლეთ საქართველოს მართვას, თუ შესაბამისი გეგმა არ იქნა.
ამას ემატება რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც: ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, „გალღვეს“ და „გაცხელდეს“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები და, აქედან გამომდინარე, საერთშორისო ტერორიზმის საფრთხე. თუმცა ჯერჯერობით ტერორისტებისთვის საქართველოს სატრანზიტო ქვეყანაა და არა ტერორისტული აქტების განხორციელების ადგილი (მაგრამ გვახსოვს გასული წლის ნოემბერში თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია რამდენიმე ტერორისტის გასაუვნებელყოფად). ჩვენი მეზობელი თურქეთი კი უკვე ოფიციალურად ჩაება ერაყელი ქურთების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. ამასთან, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა სახიფათო ზღვრამდე დაიძაბა, ისევე, როგორც „ნატოსა“ და თურქეთს შორის: მაშინ, როდესაც ორივე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
ქვეყანაზე გადის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი გზა ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით (ისევე, როგორც ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფანი, რომელიც ამ ეტაპზე, ობიექტურ მიზეზთა გამო უმოქმედოა). საქართველოს რკინიგზაზე უკვე ჩაიარა ჩინეთიდან ევროპისკენ, თურქეთის გავლით. მომავალმა სატვირთო მატარებელმა, ანაკლიის პორტის მშენებლობაც დაწყებულია და საქართველოს დასავლეთის უმნიშვნელოვანესი ფორპოსტია მუსლიმანური სამყაროს საზღვართან. ქვეყნის ცენტრი კი თბილისია, რომელშიც ტავს იყრის ყველა ზემოჩამოთვლილი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესი.
ეს იმ გეოპოლიტიკური და სტრატეგიული პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დგას საქართველოს დედაქალაქი და აქვე გავიმეორებ, რომ არ არსებობს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხებს, ანუ საფრთხეებს განიხილავს და სამოქმედო გეგმას სახავს.
სავარაუდოდ, საქართველოშივე არ ეთანხმებიან ცნობილ გამონათქვას: ვინც აკონტროლებს საქართველოს აკონტროლებს კავკასიას, ხოლო, ვინც აკონტროლებს კავკასიას, აკონტროლებს მთელ მსოფლიოს, რაც არ ნიშნავს, რომ ამ გამონათქვამს არც ქვეყნის გარეთ ეთანხმებიან. ყოველ შემთხვევაში, კავკასიის კონტროლი აუცილებელი პირობაა ახლო აღმოსავლეთის გასაკონტროლებლად, განსაკუთრებით, ამ ეტაპზე დასავლეთისთვის, ვინაიდან თურქეთთან აშკარა დაპირისპირების ფონზე, საქართველოს ფასი იზრდება. საქართველოს გაკონტროლებას სასიცოცხლო მნშვნელობა აქვს რუსეთისთვისაც, რადგან საქართველოს დაკარგვა სამხრეთ კავკასიის დაკარგვას ნიშნავს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – ჩრდილო კავკასიის ჩამოშორებასაც.
საქართველოს ფასის ზრდა, ამასთანავე, ზრდის ქვეყნია გეოპოლიტიკურ რისკებსაც. სამხრეთ კავკასიაში გავლენები საბოლოოდ არ არის გადანაწილებული: თუკი საქართველო ცალსახად დასავლეთის ბანაკშია, სომხეთი ცალსახად – რუსეთის სატელიტია, აზერბაიჯანი კი ორივესთან ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას (რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, ვერ გაამართლებს, თუმცა მოკლევადიან დივიდენდებს აძლევს ბაქოს) და, ამასთან, ძალისხმევას არ იშურებს საქართველოსთვის სამხრეთ კავკასიის ლიდერობის ჩამორთმევისთვის. თუმცა გეოგრაფიული ფაქტორი, მიუხედავად ბაქოს სიმდიდრისა (ენერგორესურსებიგადამწყვეტი ფაქტორია თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოს გადარჩენისთვის), საქართველოს მაინც აძლევს ბუნებრივ უპირატესობას. ოღონდ ქვეყანა არ იყენებს თავის ბუნებრივ უპორატესობას და არ აძლიერებს საკუთარ გავლენასა, როლსა და მნიშვნელობას.
არც საკანონმდებლო დოკუმენტში არ არის ასახული და გააზრებული თბილისის, როგორც საქართველოსა და რეგიონის ცენტრის ფუნქცია. წესითა და რიგით, ამ ხარვეზის ამოვსება უნდა დაწყებულიყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური, თუმცა გენგეგმის პროექტი კრინტსაც არ ძრავს ამ თემაზე (ერთი ისაა, რომ მორიგ ჩასწორებულ ვარიანტში ჩაამატეს ერთადერთი წინადადება, რომ თბილისს აქვს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. მაგრამ საკითხი არც გაანალიზებულია და არც თბილისის გეოსტრატეგიულ ფუნქციასაა მორგებული).
გენგეგმის პროექტში არ არის ასახული თბილისის, როგორც გეოპოლიტიკური ცენტრის, მნიშვნელობა და არც უკვე არსებული და სამომავლო სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებია.
მართალია, დედაქალაქის მერიამ გენგეგმის პროექტის ავტორ კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ 45-დღიანი საბოლოო ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუმცა 45- დღეში (გენგეგმის პროექტის სხვა ხარვეზებზე რომ არაფერი ვთქვათ) ვერავინ მოასწრებს იმას, რის დასამუშავებლადაც ორ წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ.
უცნობია, რატომ ვერ (თუ არ) დაინახეს გენგეგმის პროექტის ავტორებმა თბილისის გეოპოლიტიკური ფუნქცია ან რატომ უგულებელყვეს ის; რატომ არ დასახეს გეოპოლიტიკური რისკების პრევენციის გეგმები, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული მწვანე და კომპაქტური ქალაქის კონცეფცია (თუმცა სპეციალისტები შენიშნავენ, რომ ეს არც მწვანე ქალაქის კონცეფციაა და არც კომპაქტურის) გვერდით დაგვრჩება, თუ ვერ იქნა უზრუნველყოფილი თბილისის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, ფუნქციონირება და არ გატარდა საქართველოს დედაქალაქის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური საფრთხეების პრევენციული ღონისძიებები.
თავისი გეოპოლიტიკური მისიის შესრულების გარეშე კი თბილისი უბრალოდ დაკარგავს ფუნქციას და დაინტერესებული მხარეების მარიონეტად იქცევა, რაც, საბოლოოდ, ქვეყანას სუვერენიტეტის დაკარგვამდე მიიყვანს.
მიხეილ ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






