ანა ნაცვლიშვილის თქმით, სანამ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული პირები მაღალ თანამდებობებზე იქნებიან და რეალური საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება, მანამდე უმრავლესობის მხრიდან წარმოდგენილ ინიციატივებს მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ექნება.
„რა გირგვლიანის პაკეტზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც იგივე ადამიანები, რომლებიც შემოქმედები არიან სისტემური დანაშაულისა, დიდწილად კვლავ სისტემებში რჩებიან. ეს არ არის მართლმსაჯულების აღსრულება, ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია.
სისტემური დანაშაულებით დაზარალებული საქართველოს ათობით თუ არა ასობით მოქალაქე წლებია ელოდება სამართალს. ამიტომ გირგვლიანის პაკეტი უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის სისტემის გათავისუფლება იმ პროკურებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და აადამიანის უფლებების შელახვას. სხვა შემთხვევაში, „გირგვლიანის პაკეტი“ იქნება ფარსი. ამიტომ დაანებონ თავი მანიპულირებას, როგორც სანდრო გირგვლიანის სახელით, ასევე ადამიანების ემოციებით და გაათავისუფლონ სისტემა იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ამ სისტემების შემოქმედები. რასაც ჩვენ ეს წლებია ვუყურებთ, არ არის მართლმსაჯულების განხორციელება დაზარალებული ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ, ეს არის მართლმსაჯულების ფარსი და ადამიანების ემოციებით მანიპულირება“ - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის პირები, ვინც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუშლის, ციხეში უფრო მკაცრი სასჯელით მოხვდებიან.
ინიციატვას "გირგვლიანის შესწორებები" დაარქვეს.
მასალის გამოყენების პირობები






