როგორც თვითმხილველები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდზე გადავარდა. მძღოლი მსუბუქად არის დაშავებული.
ლანჩხუთში ავტობანის მშენებლობას ათეულობით სატვირთო მანქანა ემსახურება და ყოველდღიურად სოფელ ბაილეთიდან ოზურგეთი-სუფსის ავტომაგისტრალზე ინერტულ მასალას ეზიდებიან.
სოფელ გულიანსა და ნინოშვილში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია რამდენჯერმე გამართა, სწორედ იმის მოთხოვნით, რომ მძიმეწონიანი მანქანები გზების დაზიანების გარდა, საცხოვრებელ სახლებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან, რადგან ისედაც მეწყრულ ზონებში მუდმივად დატვირთული მანქანების მოძრაობა, რისკის ფაქტორებს აჩენს.
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სატვირთოებისთვის ალტერნატიული გზის გაკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ამის დაპირება იყო.
მასალის გამოყენების პირობები






