„იყიდება 20-ინი წლების კულტურის და არქიტექტურის კიდევ ერთი ძეგლი - ძველი კინოსტუდიის პავილიონი!"
სოც.მედია - 21:12, 29 Jan, 2018     2422
ძველი კინოსტუდიის პავილიონი იყიდება, ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელსი “ქართული ფილმის განვითარების ფონდის” ყოფილი წევრი და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალების პრეზიდენტი, გაგა ჩხეიძე აქვეყნებს:

„იყიდება 20-ინი წლების კულტურის და არქიტექტურის კიდევ ერთი ძეგლი - ძველი კინოსტუდიის პავილიონი!

თუ რა მოაქვს კულტურის კერების პრივატიზებას, კინოთეატრ "აპოლოს" მაგალითზე ვნახეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული კინოსაზოგადოება აღმოჩნდა სრულიად უნიათო, წინ აღდგომოდა კინოსტუდიის ხელმძღვანელობისა და ცალკეული პირების მავნებლობას, როცა მათ ეს პავილიონი, სრულიად უნიკალური ძეგლი, გაასხვისეს.

რა ბედი ეწევა ამ შენობას, ძნელი სათქმელია.

პირადად მე მქონდა იდეა, ძველ პავილიონში დაგვეფუძნებინა ქართული კინოს მუზეუმი, რომელიც იქნებოდა ცენტრალური ინსტიტუცია ამ სივრცეში. მის პარალელურად აქ იარსებებდა უამრავი კულტურული თუ კომერციული ობიექტი, რომელთა ერთობლიობა ახალ, თანამედროვე, უაღრესად საინტერესო ატრაქციონად აქცევდა ამ შენობას. მით უმეტეს, რომ ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, რომელიც "ქართული ფილმის განვითარების ფონდის" საკუთრებაა, გარკვეული ამბიციური გეგმები არსებობს. ამ უბანშია ასევე კინოსთან დაკავშირებული კიდევ ორი ძეგლი: კინოთეატრი "აპოლო" და თეატრის, კინოს, მუსიკისა და ცეკვის მუზეუმი, ასევე კინომსახიობთა თეატრი.

ისღა დაგვრჩენია, ვიმარჩიელოთ, რას მოიმოქმედებს ახალი მესაკუთრე. დიდი შანსია, რომ დაანგრიოს და კორპუსები (ან ფეშენებელური სასტუმრო) წამოჭიმოს.

კარგი იქნება, თუ ქალაქი და კულტურის სამინისტრო დაინტერესდება ამ ძეგლის ბედით.

პ.ს. ფოტო ახლახანს გადავიღე.“- წერს გაგა ჩხაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42