"ყოფილი პრეზიდენტის გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება" - წულუკიანი
პოლიტიკა - 20:13, 29 Jan, 2018     1504
საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამზადებს და რომელსაც სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ეწოდება, იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის თქმით ამგვარი ინიციატივები ქვეყნის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს და მისი უწყება ინიციატივის შემუშავებაში და დახვეწაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას:

„ვფიქრობ, ამგვარი ინიციატივები ქვეყნის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ამ ინიციატივის დახვეწისა თუ შემუშავების მომდევნო პროცესში, რათა მომავალმა ხელისუფლებებმა არასდროს იფიქრონ, რომ სახელმწიფო მანქანის გამოყენება შესაძლებელია მართლმსაჯულების ხელშეშლის მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა რომ სხვადასხვა პოლიტიკოსები გირგვლიანის საქმის გაუბრალოებას და სააკაშვილის გამართლებას ცდილობენ, ამის ერთ-ერთ ფლაგმანად კი წულუკიანმა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დაასახელა:

„საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა საინტერესოა, რომელსაც ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ, რათა მომავალში არ განმეორდეს ის, რასაც ახლა ვესწრებით. კერძოდ, მომსწრენი ვართ იმისა, რომ ხშირად ცდილობენ გირგვლიანის საქმის გაუბრალოებას. თუ ერთი მხრივ, გასაკვირი არ არის, რომ თავად სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეს პოლიტიკური ცირკი უწოდა, რა თქმა უნდა, გასაკვირი და მიუღებელია, რომ სხვა პოლიტიკოსებიც ცდილობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლებას. გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება.“ - განაცხადა წულუკიანმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42