„ეს არის ცალსახად „ქართული ოცნების“ მხრიდან საზოგადოებისთვის შეთავაზებული მორიგი ფარსი და მორიგი მცდელობა, რომ იმოქმედონ ბოროტად ადამიანების ემოციებზე. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მოვიდა სათავეში რაფალიანცის მკვლელობით და ხელი შეუშალა შემდგომ ამ საკითხის გამოძიებას, ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს მუხთარლის საკითხის გამოძიებისთვის, რომელმაც არაფერი გააკეთა ციხეში წამებით მოკლული კორტავას საქმის გამოძიებისთვის, რომელიც არაფერს აკეთებს, რომ გამოიძიოს ნარკოტიკების ჩადების ფაქტები. ეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსითაც დასჯადია და ამიტომ დღეს საუბარი, რომ თითქოს ახალი ცვლილებაა საჭირო სისხლის სამართლის კოდექსში არის მხოლოდ და მხოლოდ მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით და მცდელობა რომ კვლავ ინადირონ პოლიტიკურ ოპონენტებზე.“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელსაც სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ეწოდება. მდინარაძის განცხადებით აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი იქმნება იმისთვის, რომ შეიქმნას სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.
მასალის გამოყენების პირობები






