"სულში ჩაგვაფურთხა! მან აფხაზეთისკენ გზა თავად ჩაკეტა" - გალში ქართველი მომღერლის კონცერტი სკანდალის მიზეზი გახდა
პოლიტიკა - 18:29, 29 Jan, 2018     5250
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გალში, 24 იანვარს , წარმოშობით ქართველმა საოპერო მომღერალმა გიორგი თოდუამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, კონცერტი გამართა. როგორც ქართულ გამოცემასთან "ლაივპრესთან" მომღერალმა განაცხადა, ის ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი მოთხოვნებით ჩავიდა.


"ჩამოსვლამდე ჩემი პირობები მქონდა, ჩემთვის ეს იყო მშობლიურ მიწაზე, სახლში ჩამოსვლა და არავითარი რესპუბლიკა აფხაზეთი. კონცერტის დაწყებამდე ასეც გამოაცხადეს, რომ მე ჩამოვედი გალის რაიონში. კონცერტის ორგანიზება ორწლიანი მცდელობის შემდეგ ჩემი პირობებით მაინც მოხერხდა. ადამიანებს შორის ძალიან თბილი ურთიერთობებია. რადიკალები, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგები არიან ამ ურთიერთობების, არიან აფხაზებშიც და ქართველებშიც. მე ისეთი ადამიანები შემხვდნენ, ვინც გაგებით მოეკიდა ჩემს ოცნებას, მემღერა სახლში. არცერთ თანამდებობის პირს არ ვიცნობ აფხაზური მხრიდან და არც მქონია სურვილი მათი გაცნობის. გალში ყოფნისას, მამის საფლავზე და ნათესავების სანახავად მივდივარ. ყველანაირად ვცდილობ, რომ არ შევიდე მათთან კონტაქტში. კონცერტის დაწყებამდე მითხრეს, რომ უნდა ყოფილიყო შეხვედრა თანამდებობის პირებთან, რაზეც უარი განვაცხადე" - ამბობს მომღერალი "ლაივპრესთან."

აღნიშნული ინტერვიუთი შეშფოთებულია დე ფაქტო ხელისუფლება.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია აცხადებს, რომ „რუსეთის მოქალაქის და მარინის თეატრის სოლისტის სურვილში, გალში კონცერტი ჩაეტარებინა, საეჭვო ვერაფერი ნახეს.“

„მან საქართველოს კანონი დაარღვია, როდესაც რუსეთიდან საზღვარი გადმოკვეთა. მაგრამ ამის შესახებ ქართული მედია არაფერს ამბობს. უფრო მეტიც, ის პირველად არ ჩამოსულა.

ის მსოფლიოში ცნობილი სოლისტია. ამ თეთრის ორკესტმა 2008 წლის ომიდან ერთ კვირაში ოსეთში დაუკრა. ბუნებრივია, მის სურვილს არავითარი ეჭვი გამოუწვევია. და როცა გვითხრეს, რომ რუსეთის მოქალაქეს, ასეთი თეატრის სოლისტს სიმღერა სურდა, ამაში სავალალო ვერაფერი ვნახეთ“ - განაცხადა ნადარაიამ.

მისივე თქმით, არავითარი წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა.

„დღეს მას სურს თავი გმირად და ქართული დემოკრატიის დამცველად წარმოაჩინოს“ - დასძინა ნადარაიამ.

როგორც ნადარაიამ არნიშნა, კონცერტის რეპერტუარზე თოდუა მას პირადად შეუთანხმდა , რომელიც მხოლოდ რუსულ და იტალიურ სიმღერებს შეიცავდა. მისი თქმით, მომღერალმა ერთი მეგრული სიმღერის შესრულება ითხოვა, რისი უფლებაც დართეს, რადგან მეგრული სიმღერები რაიონში აკრძალული არ არის.

„სიცრუა რაც მან ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქოს ქართულ ენაზე იმღერა. არსებობს კონცერტის ჩანაწერი. ქართულ გამოცემასთან თოდუას ინტერვიუ, ჩვენთვის შოკი იყო. მისი გამოსვლა თავიდანვე პროვოკაცია იყო, მაგრამ ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. ჩვენი სიფრთხილე დააბრმავა იმ ფაქტმა, რომ ის დაიბადა და გაიზარდა აქ, გალში, ის პირველად არ იმყოფებოდა აფხაზეთში.

მან აფხაზეთისკენ გზა თავად ჩაკეტა. მან საკუთარი ნათესავები პოლიტიკაში გაცვალა. შემდეგში, როდესაც ბატონ თოდუას აფხაზეთში ჩამოსვლა და ახლობლების ნახვა მოუნდება, ჯერ აფხაზეთის ჰიმნს იმღერებს, შემდეგ კი რესპუბლიკის კონსტიტუციის პირველ სტატიას წაიკითხავს“ - განაცხადა ნადარაიამ.

მისი თქმით, თოდუას ქცევა უარყოფითად აისახება იმ სხვა ცნობილ პიოვნებებზე, რომლესაც გალში ნათესავებთან ჩასვლა ან კონცერტის გამართვა მოუნდებათ.

„მაგალითად, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული(ნათია თოდუა) დაიბადა და გაიზარდა გალში. შესაძლოა, მას სამშობლოში კონცერტის ჩატარება მოუნდეს. მაგრამ ახლა, ასეთ ცნობილ ადამიანეთან შეხვედრაზეც უარს ვიტყვით. ჩვენ მათგან მოვითხოვთ, რომ თავიანთი პოლიტიკური პოზიცია წინასწარ გამოხატონ და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზებთ სცენას. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, სპორტი და კულტურა პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ჩვენ ადამიანს სული გავუხსენით, მან კი მასში ჩაგვაფურთხა“ - განაცხადა ნადარაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42