"სად იყავი მაშინ, როდესაც ვაპროტესტებდით გირგვლიანის საქმეს, იგრძნობა რომ არჩევნები მოახლოვდა"- სამუშია მდინარაძის ინიციატივას სასაცილოს უწოდებს
პოლიტიკა - 18:24, 29 Jan, 2018     1306
,,თავისუფალი დემოკრტაების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაანონსებულ, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება:

,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ,,ქართული ოცნების“ განცხადებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბედავს და ახსენებს გირგვლიანის საქმეს და ამავდროულად, აწინაურებს მოსამართლე მურუსიძეს. ახსენებს გირგვლიანის საქმეს და აბსოლიტურად ყველა პროკურორს, რომლებიც წინა ხელისუფლებას ემსახურებოდა თანამდებობებზე ტოვებს და ხშირ შემთხვევაში აწინაურებს.

მამუკა, შენც მინდა, მოგმართო და ასევე ,,ოცნებასაც“. მამუკა, სად იყავი მაშინ, როდესაც ვაპროტესტებდით გირგვლიანის საქმეს და სხვა ბევრ უკანონობას, რომლებსაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა? სად იყვნენ, იმ დროს ნაციონალი და ახლა ,,ოცნებაში“ გადმოპორტირებული შენი თანაპარტიელები, რომლებიც გირგვლიანის საქმის მიმდინარეობისას აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ცვლილებებში, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. საინტერესოა, ისინიც უერთდებიან ამ განცხადებას? თქვენ ის პოლიტიკური გუნდი ხართ, რომლისთვისაც გირგვლიანის საქმის ადვოკატი არის პოლიტიკურად მიუღებელი, ხოლო მურუსიძე და ადეიშვილის საპროკურორო სისტემა თქვენთვის მისაღებია და ორგანულად თქვენია“.

ლევან სამუშიას მიაჩნია, რომ სრულიად აბსურდულია ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან საუბარი ადამიანის ღირებულებებსა და უფლებებზე:

,,როგორც დღევანდელი განცხადებიდან გავიგეთ, თურმე ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებული ღირებულება ყოფილა ადამიანი. სასაცილოა ეს ყოველივე. სასაცილოა, როდესაც ,,ოცნება“ გვეუბნება, რომ მურუსიძის სასამართლო და ადეიშვილის პროკურორები დაიცავენ ადამიანის უფლებებს და ამით ისინი ამაყობენ.

,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია არასწორს უწოდებს მამუკა მდინარაძის მიერ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ნეგატიური კუთხით წარმოჩენას გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში:

„ოცნების“ განცხადებაში ძლიერ იგრძნობა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვება. სირცხვილია პრეზიდენტ მარგველაშვილის ნეგატიური კუთხით დაკავშირება გირგვლიანის საქმესთან იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს „პორტირებულ პოლიტიკოსთა კრებული“. მე მახსოვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის პროტესტი წინა ხელისუფლების დროს და ასევე მახსოვს „პორტირებულების“ და „ჩუმადმყოფების“ პოზიცია.

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ქვეყანაში ,,ყვარყვარიზმი“ მძვინვარებს. ,,ყვარყვარიზმის“ პირობებში ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი არ გააჩნია“,- აცხადებს სამუშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42