„კანონის გამკაცრება არის პროპაგანდისტული ხრიკი, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან ე.წ „გირგვლიანის საქმეს“, რომელიც სინამდვილეში არის შეწყალების გამო პრეზიდენტის დევნა და მათ უნდათ, რომ გადაფარონ სამარცხვინო სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდიარეობს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირი მუქარა, მოქმედი პრეზიდნტის მიმართ, რომელსაც აშანტაჟებენ, რომ არ გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც კონსტიტუციურად არის მისი უფლებამოსილების სფერო.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელსაც სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ეწოდება. მდინარაძის განცხადებით აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი იქმნება იმისთვის, რომ შეიქმნას სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.
მასალის გამოყენების პირობები






